ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

ირაკლი კირცხალია: ჩვენ უნდა გადაგვეკეტა ეკონომიკური თუ არაეკონომიკური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან. უხეში დათვლით 1 პროცენტსაც ვერ ვეხებოდით რუსეთის ეკონომიკის და ჩვენი ეკონომიკა ალბათ -14%, -16%-ში უნდა გასულიყო და გამხდარიყო ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად მოწყვლადი. და რატომ იყო ეს დავალება წამოსული?! - იმიტომ რომ ის საზოგადოება, რომელიც არის ეკონომიკურად მოწყვლადი თავიანთი ჭკუით არის ძალიან მარტივი სამართავი. მათ არ იციან საქართველოს ისტორია, ქართველი საზოგადოების ხასიათი და ეს ფუჭი მცდელობებ

ირაკლი კირცხალია: ჩვენ უნდა გადაგვეკეტა ეკონომიკური თუ არაეკონომიკური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან. უხეში დათვლით 1 პროცენტსაც ვერ ვეხებოდით რუსეთის ეკონომიკის და ჩვენი ეკონომიკა ალბათ -14%, -16%-ში უნდა გასულიყო და გამხდარიყო ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად მოწყვლადი. და რატომ იყო ეს დავალება წამოსული?! - იმიტომ რომ ის საზოგადოება, რომელიც არის ეკონომიკურად მოწყვლადი თავიანთი ჭკუით არის ძალიან მარტივი სამართავი. მათ არ იციან საქართველოს ისტორია, ქართველი საზოგადოების ხასიათი და ეს ფუჭი მცდელობებ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თუ ვინმემ რამე უნდა შეახსენოს მათ, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი გუნდი ყოველთვის შეახსენებს თუ სად იყვნენ, საიდან მოდიან და როგორ ბინძურ პოლიტიკას ემსახურება ეს აგენტურა. სახეცვლილება ვნახეთ - რას აკეთებდნენ, როგორ იქცეოდნე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თუ ვინმემ რამე უნდა შეახსენოს მათ, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი გუნდი ყოველთვის შეახსენებს თუ სად იყვნენ, საიდან მოდიან და როგორ ბინძურ პოლიტიკას ემსახურება ეს აგენტურა. სახეცვლილება ვნახეთ - რას აკეთებდნენ, როგორ იქცეოდნე…

თუ ვინმემ რამე უნდა შეახსენოს მათ, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი გუნდი ყოველთვის შეახსენებს თუ სად იყვნენ, საიდან მოდიან და როგორ ბინძურ პოლიტიკას ემსახურება ეს აგენტურა. სახეცვლილება ვნახეთ - რას აკეთებდნენ, როგორ იქცეოდნენ რუსეთთან მიმართებით და როგორ იქცეოდნენ შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის დროს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას.

მისი თქმით, სწორედ რადიკალები იყვნენ ის ადამიანები ვინც ამტკიცებდა,რომ საქართველო იყო „შავი ხვრელი“ იმ სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, რომელიც რუსეთის ფედერაციას დაუწესდა.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, დიდი ბრიტანეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა კომისრებმა დაადასტურეს, რომ ეს იყო სიცრუე და საქართველოს საერთაშორისო სანქციებს არ არღვევდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ქვეყანამ შეძლო და შეინარჩუნა მშვიდობიანი პოლიტიკა, მიუხედავად იმ პროპაგანდისა და გარე ზეწოლისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა.

„ჩვენ ავირჩიეთ ის პოლიტიკა, რომელიც ავირჩიეთ - მშვიდობაზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ კონვერტირდება ეკონომიკურ წინსვლაში.

ჩვენ უნდა გადაგვეკეტა ეკონომიკური თუ არაეკონომიკური ურთიერთობა - ეს იქნებოდა სავიზო რეჟიმი თუ ა.შ. რუსეთის ფედერაციასთან. უხეში დათვლით 1 პროცენტსაც ვერ ვეხებოდით რუსეთის ეკონომიკის და ჩვენი ეკონომიკა ალბათ -14%, -16%-ში უნდა გასულიყო და გამხდარიყო ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად მოწყვლადი. და რატომ იყო ეს დავალება წამოსული და რატომ აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ჩვენ ეკონომიკურად მოწყვლადი ვყოფილიყავით, იმიტომ რომ ის ქვეყანა, რომელიც არის ეკონომიკურად მოწყვლადი, ის ხალხი, ის საზოგადოება, რომელიც არის ეკონომიკურად მოწყვლადი შემდეგ თავიანთი ჭკუით არის ძალიან მარტივი სამართავი. მათ არ იციან საქართველოს ისტორია, მათ არ იციან ქართველი საზოგადოების ხასიათი და ეს ფუჭი მცდელობები კონტრპროდუქტიულად მუშაობდა და მუშაობს მათი მისამართით.

თითოეული მათი ბრალდება არის მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე, უტიფარ ტყუილზე დაფუძნებული“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს