ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ისინი არ არიან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ოპოზიციაში, ისინი არიან ფორმალურად თავისი ქვეყნის ოპოზიციაში. ის პოლიტიკური სახელი და გვარები, რომლებიც არიან ამ პარტიებში, თუნდაც არაპოლიტიკური წარსულით, ყველა პირდაპირ აფილირებული იყო „ნაცმოძრაობასთან“

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ისინი არ არიან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ოპოზიციაში, ისინი არიან ფორმალურად თავისი ქვეყნის ოპოზიციაში. ის პოლიტიკური სახელი და გვარები, რომლებიც არიან ამ პარტიებში, თუნდაც არაპოლიტიკური წარსულით, ყველა პირდაპირ აფილირებული იყო „ნაცმოძრაობასთან“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ისინი არ არიან ოპოზიცია. იმ გადანომრილ, გადაღებილ პარტიებს ვერ წარმოვიდგენ სხვადასხვა პარტიად. ჯერ მარტო სახეებს გადახედეთ, ისინი ხომ ერთი ჯგუფია. ეს დაყოფა და რებრენდინგის მცდელობაც რაღაც დონეზე გამოუვიდათ საერთაშორისო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ისინი არ არიან ოპოზიცია. იმ გადანომრილ, გადაღებილ პარტიებს ვერ წარმოვიდგენ სხვადასხვა პარტიად. ჯერ მარტო სახეებს გადახედეთ, ისინი ხომ ერთი ჯგუფია. ეს დაყოფა და რებრენდინგის მცდელობაც რაღაც დონეზე გამოუვიდათ საერთაშორისო…

ისინი არ არიან ოპოზიცია. იმ გადანომრილ, გადაღებილ პარტიებს ვერ წარმოვიდგენ სხვადასხვა პარტიად. ჯერ მარტო სახეებს გადახედეთ, ისინი ხომ ერთი ჯგუფია. ეს დაყოფა და რებრენდინგის მცდელობაც რაღაც დონეზე გამოუვიდათ საერთაშორისო ბინძური ჩარევის ფონზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციას 2020 წლიდან მოყოლებული 5 რევოლუციური მცდელობა ჩაუვარდა, მათ შორის 4 ძალადობრივი.

„ისინი არ არიან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ოპოზიციაში, ისინი არიან ფორმალურად თავისი ქვეყნის ოპოზიციაში. ის პოლიტიკური სახელი და გვარები, რომლებიც არიან ამ პარტიებში, თუნდაც არაპოლიტიკური წარსულით, ყველა პირდაპირ აფილირებული იყო „ნაცმოძრაობასთან“.

ჩვენი საზოგადოება ელოდება, რომ ქვეყანაში უნდა გაჩნდეს ჯანსაღი პოლიტიკური ოპოზიცია, რომელსაც ექნება ეროვნული ფასეულობები და ღირებულებები და აქ იქნება სრული თანხვედრა. არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც შეიძლება ოპონირება გასწიო მმართველ გუნდთან და მმართველ გუნდსაც სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური ოპოზიცია, რომ შევიდეს ჯანსაღ პოლიტიკურ ოპონირებაში. ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება აგენტურა, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია“, - აღნიშნა კირცხალიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თქვა, რომ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიცია მას შემდეგ გამოჩნდება, რაც აგენტურა თავიანთ პატრონებთან ერთად მოსცილდება პოლიტიკურ ველს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს