ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ანა წითლიძე – ვისურვებდით, რომ პარტიის დღევანდელ ყრილობას თინა ბოკუჩავა დაესწროს, რადგან თინა არის ამ პარტიის ნაწილი

ანა წითლიძე – ვისურვებდით, რომ პარტიის დღევანდელ ყრილობას თინა ბოკუჩავა დაესწროს, რადგან თინა არის ამ პარტიის ნაწილი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დღეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მე-13 სამუშაო ყრილობა, სადაც ჩვენი რაიონული, რეგიონული და თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლები პარტიის მმართველობით, დროებით საბჭოს აირჩევენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დღეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მე-13 სამუშაო ყრილობა, სადაც ჩვენი რაიონული, რეგიონული და თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლები პარტიის მმართველობით, დროებით საბჭოს აირჩევენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მ…

დღეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მე-13 სამუშაო ყრილობა, სადაც ჩვენი რაიონული, რეგიონული და თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლები პარტიის მმართველობით, დროებით საბჭოს აირჩევენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ პარტიის ყრილობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კანდიდატები უკვე წარდგენილი არიან, რაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ყრილობის დაწყებამდე კანდიდატებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ კანდიდატები უკვე წარდგენილი არიან. კანდიდატების წარდგენის უფლება ჰქონდა პოლიტიკური საბჭოს 15 წევრს. 15 წევრს ჰქონდა სამი კანდიდატის წარდგენის უფლება. კანდიდატების სია პროცედურის მიხედვით როგორც ხდება, ეს საკითხი დადგება ყრილობაზე და ყრილობა მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ყრილობა გადაწყვეტილებას მიიღებს, უკვე ცნობილი გახდება იმ კანდიდატების ვინაობა, ვისაც ყრილობამ ნდობა გამოუცხადა“, – განაცხადა წითლიძემ.

კითხვაზე, დაესწრება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა დღევანდელ ყრილობას, წითლიძე პასუხობს, რომ სასურველია, თინა ბოკუჩავა ყრილობას დაესწროს.

„ვისურვებდით, რომ ყრილობაზე იყოს, რადგან თინა არის ამ პარტიის ნაწილი, მით უმეტეს, ორი წლის განმავლობაში იმ მენეჯმენტს, რომელსაც უფლებამოსილება ამოეწურა და რომლის ნაწილი თინაც იყო, მიუხედავად ძალიან ბევრი გამოწვევისა, ძალიან რთულ დროს მოუწია პარტიის მართვა. შესაბამისად, ჩვენი სურვილია, რომ თინა ესწრებოდეს ამ ყრილობას, თუმცა მე არ მაქვს ინფორმაცია, დაესწრება თუ არა“, – აღნიშნა წითლიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს