ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

ზაალ ანჯაფარიძე: ვერც ექსპერტად და ვერც პოლიტიკოსად შემდგარი პირები ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ საქართველოში ანტირუსული განწყობები ყოველთვის მძაფრი იყო და 2022 წლის შემდეგ არ მომხდარა მათი ხელოვნურად აგორება

ზაალ ანჯაფარიძე: ვერც ექსპერტად და ვერც პოლიტიკოსად შემდგარი პირები ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ საქართველოში ანტირუსული განწყობები ყოველთვის მძაფრი იყო და 2022 წლის შემდეგ არ მომხდარა მათი ხელოვნურად აგორება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მას შემდეგ რაც ხელისუფლების ცვლილების შედეგად, მოხერხდა რუსეთთან დაძაბულობის შედარებით განმუხტვა და ახალი კონფლიქტის საფრთხემაც დაიწია, ძალიან ბევრმა ქართველმა ისარგებლა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავში…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მას შემდეგ რაც ხელისუფლების ცვლილების შედეგად, მოხერხდა რუსეთთან დაძაბულობის შედარებით განმუხტვა და ახალი კონფლიქტის საფრთხემაც დაიწია, ძალიან ბევრმა ქართველმა ისარგებლა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავში…

მას შემდეგ რაც ხელისუფლების ცვლილების შედეგად, მოხერხდა რუსეთთან დაძაბულობის შედარებით განმუხტვა და ახალი კონფლიქტის საფრთხემაც დაიწია, ძალიან ბევრმა ქართველმა ისარგებლა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების აღდგენით. რუს ტურისტებზე ნადირობდნენ აქაური ბიზნესები და კარგი მოსავალიც ნახეს - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, 2019 წლის ივნისის და სხვა მოვლენები, რაზეც აპელირებენ, იყო ოპოზიციის მიერ დადგმული პროვოკაცია და სამწუხაროდ ბოლომდე არ გამოძიებულა. მისივე თქმით, ეს იყო ხალხის ხანმოკლე მანიპულირება, მალევე ჩაქრა და არ გადაზრდილა მასობრივ რუსოფობიაში, როგორც სურდა აგენტურას.

მისი შეფასებით, ყველაფერი გაგრძელდებოდა ჩვეულ რეჟიმში, რომ არა ომი უკრაინაში, როდესაც აქაურმა აგენტურამ რუსოფობიის ტალღის აგორების დირექტივა მიიღო და მცირერიცხოვან რადიკალურ ჯგუფების მეშვეობით სცადა აეგორებინა, ახლაც ცდილობს, თუმცა ხალხმა უკვე გაშიფრა ვინც არიან.

„ვერც ექსპერტად და ვერც პოლიტიკოსად შემდგარი პირები ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ საქართველოში ანტირუსული განწყობები ყოველთვის მძაფრი იყო და 2022 წლის შემდეგ არ მომხდარა მათი ხელოვნურად აგორება.

ეს არის ტყუილი. მას შემდეგ რაც ხელისუფლების ცვლილების შედეგად, მოხერხდა რუსეთთან დაძაბულობის შედარებით განმუხტვა და ახალი კონფლიქტის საფრთხემაც დაიწია, ძალიან ბევრმა ქართველმა ისარგებლა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების აღდგენით. რუს ტურისტებზე ნადირობდნენ აქაური ბიზნესები და კარგი მოსავალიც ნახეს.

2019 წლის ივნისის და სხვა მოვლენები, რაზეც აპელირებენ, იყო ოპოზიციის მიერ დადგმული პროვოკაცია და სამწუხაროდ ბოლომდე არ გამოძიებულა. ეს იყო ხალხის ხანმოკლე მანიპულირება, მალევე ჩაქრა და არ გადაზრდილა მასობრივ რუსოფობიაში, როგორც სურდა აგენტურას.

ყველაფერი დალაგდა და გაგრძელდებოდა ჩვეულ რეჟიმში, რომ არა ომი უკრაინაში, როდესაც აქაურმა აგენტურამ რუსოფობიის ტალღის აგორების დირექტივა მიიღო და მცირერიცხოვან რადიკალურ ჯგუფების მეშვეობით სცადა აეგორებინა. ახლაც ცდილობს, თუმცა ხალხმა უკვე გაშიფრა ვინც არიან.

რაც უფრო სახიფათოა, ეს ხალხი დღესაც მოგვიწოდებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ხმლები ვიშიშვლოთ. გასაგებია რატომაც აკეთებენ ამას. უნდათ აგვისტოს ომის განწყობებზე ითამაშონ და მათი ჭკუით „მაგრები“ გამოჩნდნენ...

სინამდვილეში კი, მორიგ ჯერზე ამტკიცებენ, რომ აქ უცხოურ აგენტურას წარმოადგენენ. ქილიკით არ ვამბობ, ეს სამწუხარო ამბავია ქვეყნისთვის, მაგრამ ეს ერთ-ერთი შედეგია იმ პროცესების, რომლებიც ბოლო ათწლეულები მიმდინარეობს ჩვენთან და ჩვენს გარშემო“, - წერს ანჯაფარიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს