ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ნიკოლოზ სამხარაძე გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტროს ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში დირექტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტროს ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში დირექტ…

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტროს ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში დირექტორის მოადგილეს, მარკ კლეიტონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებასა და გამოწვევებზე, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონული უსაფრთხოების გარემო იყო. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენაზე ევროპის უსაფრთხოებაზე, სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელეს.

შეხვედრისას ასევე იმსჯელეს შუა დერეფნის პროექტზე და მის სტრატეგიულ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

შეხვედრაში მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს