ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ნიკოლოზ სამხარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ რუსოფობია გამოგონილი ამბავია, ისინი ანტირუსები არანაირად არ არიან

ნიკოლოზ სამხარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ რუსოფობია გამოგონილი ამბავია, ისინი ანტირუსები არანაირად არ არიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ნაციონალური მოძრაობის“ რუსოფობია გამოგონილი ამბავია, ისინი ანტირუსები არანაირად არ არიან, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ. სამხარაძის თქმით, ისინი ხელისუფლებაში ყო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ნაციონალური მოძრაობის“ რუსოფობია გამოგონილი ამბავია, ისინი ანტირუსები არანაირად არ არიან, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ. სამხარაძის თქმით, ისინი ხელისუფლებაში ყო…

„ნაციონალური მოძრაობის“ რუსოფობია გამოგონილი ამბავია, ისინი ანტირუსები არანაირად არ არიან, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველოში რუსეთის ინტერესები გაეტარებინათ.

„ამას ადასტურებს ის, რომ სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს. ომიდან მალე რუსეთს სავიზო რეჟიმი მოუხსნეს და რუს ტურისტებს მაღალი თანამდებობის პირები ლარსზე ხვდებოდნენ. არაერთი წარმომადგენელი ჰყავდათ, რომელიც რუსეთში მუშაობდა. კულტურის არაერთი წარმომადგენელი ჰყავდათ, რომელიც რუსეთში კონცერტებს ატარებდა და მღეროდა. ეს ყველაფერი 2008 წლის შემდეგ ხდებოდა. ამიტომ მათი დღევანდელი პროპაგანდა იაფფასიანი და მდაბიო პროპაგანდაა, რადგან არავის ავიწყდება, რას აკეთებდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე. კიდევ უფრო დიდი სირცხვილი ის არის, თუ რუსეთის დიდი კრიტიკოსი მას შემდეგ გახდი, რაც ის უკრაინაში შეიჭრა და არად იგდებდი იმ ფაქტს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებას ახდენდა და ქართველობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან გამოყარა. თუ შენი თანამოქალაქის გაჭირვება უფრო ნაკლებ უბედურებად მიგაჩნია, ვიდრე უკრაინელის, მაშინ მორალსა და ზნეობაზე არ უნდა ილაპარაკო“, - განუცხადა მან საქართველოს პირველ არხს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს