ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 12

ნანა ჟორჟოლიანი აპროტესტებს ნია იმნაძის დაკავებას, რომელიც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს. ჟორჟოლიანს ეთანხმებიან ნაცმოძრაობის წევრები და პროპაგანდისტები

ნანა ჟორჟოლიანი აპროტესტებს ნია იმნაძის დაკავებას, რომელიც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს. ჟორჟოლიანს ეთანხმებიან ნაცმოძრაობის წევრები და პროპაგანდისტები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნანა ჟორჟოლიანი აპროტესტებს ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტის, ნია იმნაძის დაკავებას და აცხადებს, რომ „ერთია გამწარებული დედის ფიქრები, ინფორმაცია, ეჭვები, მაგრამ მეორეა მტკიცებულებები,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნანა ჟორჟოლიანი აპროტესტებს ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტის, ნია იმნაძის დაკავებას და აცხადებს, რომ „ერთია გამწარებული დედის ფიქრები, ინფორმაცია, ეჭვები, მაგრამ მეორეა მტკიცებულებები,…

ნანა ჟორჟოლიანი აპროტესტებს ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტის, ნია იმნაძის დაკავებას და აცხადებს, რომ „ერთია გამწარებული დედის ფიქრები, ინფორმაცია, ეჭვები, მაგრამ მეორეა მტკიცებულებები, რითაც ხელმძღვანელობს პროკურატურა არასრულწლოვანი მოზარდების დაკავების დროს“.

ჟორჟოლიანს ეთანხმებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პროპაგანდისტები. მაგალითად, „ილიაუნის“ ლექტორი, ბექა კობახიძე, დაკავებებს მმართველი პარტიის მიერ შექმნილ საინფორმაციო ველსა და დღის წესრიგს უკავშირებს და წერს, რომ „ქოცები“, „ირინა ენუქიძისა და ეკა კუპატაძის ფოტოებს გამოდებენ კონტრასტისთვის“.

იმნაძის დაკავების კადრებზე, რომელიც თავად არასრულწლოვანის ადვოკატმა გაასაჯაროვა, საზოგადოების რეაქციით უკმაყოფილოა არაერთი ოპოზიციონერი. ისინი აცხადებენ, რომ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება არასრულწლოვანის დაპატიმრების გამო სიხარული. ოპოზიციონერი იურისტები ამ შემთხვევაში, იმ ფაქტის გამოც გამოთქვამენ მწუხარებას, რომ „საზოგადოება ადამიანს წინასწარ ნათლავს დამნაშავედ“ და ჟორჟოლიანის მსგავსად, მტკიცებულებებს ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს