ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ეს რომ იყოს გამოუცდელი პოლიტიკოსის უბრალო წამოძახილი, ვიფიქრებდი, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს არის დანაშაულებრივი განცხადება

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ეს რომ იყოს გამოუცდელი პოლიტიკოსის უბრალო წამოძახილი, ვიფიქრებდი, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს არის დანაშაულებრივი განცხადება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეს რომ იყოს გამოუცდელი პოლიტიკოსის უბრალო წამოძახილი, ვიფიქრებდი, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს არის დანაშაულებრივი განცხადება, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეს რომ იყოს გამოუცდელი პოლიტიკოსის უბრალო წამოძახილი, ვიფიქრებდი, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს არის დანაშაულებრივი განცხადება, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ…

ეს რომ იყოს გამოუცდელი პოლიტიკოსის უბრალო წამოძახილი, ვიფიქრებდი, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს არის დანაშაულებრივი განცხადება, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა გიორგი ბარამიძის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ 1993 წელს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ.

მისივე თქმით, სიცრუეა, რომ 1993 წელს ქართველები ტყვეებს მასობრივად ხვრეტდნენ.

„ჩვენები იმ პერიოდში 1993 წელს მასობრივ დახვრეტებს აწარმოებდნენ და ისინი თავზე ხელს უსვამდნენ ჩვენს ტყვეებს, თუ მშვიდობიან მოსახლეობას, არის აბსოლუტური ტყუილი. ეს არის უზარმაზარი პროვოკაცია და აქ არაფერ შუაშია არც პოლიტიკური ოპონირება და არც არაფერი. მას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არის პირდაპირი დარტყმა ქართული, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ.

მე არასდროს მწამდა შეკვეთით პატრიოტების. 2008 წელს დადიოდა იგივე პიროვნება და ყვიროდა ამას, როდესაც მაშინ სახელმწიფოს მეთაური ღვინოებით ხვდებოდა ქართულ საზღვარზე რუს ტურისტებს და იწვევდა აქ. პატრიოტიზმმა მაშინ გაიღვიძა, როდესაც სხვა ქვეყნის მიწების ოკუპაცია მოხდა?. შეკვეთით პატრიოტები არ არსებობენ, პატრიოტი ან ხარ, ან არ ხარ. ეს ხალხი არის უცხო ქვეყნის აგენტურა“, - თენგიზ შარმანაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს