ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ლევან მახაშვილი: სამწუხაროდ, ეს ე.წ. ოპოზიცია გადაიქცა ჩვეულებრივ პოლიტიკურ დაჯგუფებად, რომლისთვისაც აბსოლუტურად არანაირი ღირებულება არ აქვს საკუთარ ქვეყანას, ქვეყნის ინტერესებს, საკუთარ მოსახლეობას

ლევან მახაშვილი: სამწუხაროდ, ეს ე.წ. ოპოზიცია გადაიქცა ჩვეულებრივ პოლიტიკურ დაჯგუფებად, რომლისთვისაც აბსოლუტურად არანაირი ღირებულება არ აქვს საკუთარ ქვეყანას, ქვეყნის ინტერესებს, საკუთარ მოსახლეობას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ყველა პოლიტიკოსი, ვისაც პრეტენზია აქვს სახელმწიფოს მმართველობაზე, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამართლებს საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოსახლეობის გაწირვას, არის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის სახე, - აცხადებს ლევან მახაშვილი.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ყველა პოლიტიკოსი, ვისაც პრეტენზია აქვს სახელმწიფოს მმართველობაზე, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამართლებს საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოსახლეობის გაწირვას, არის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის სახე, - აცხადებს ლევან მახაშვილი.…

ყველა პოლიტიკოსი, ვისაც პრეტენზია აქვს სახელმწიფოს მმართველობაზე, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამართლებს საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოსახლეობის გაწირვას, არის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის სახე, - აცხადებს ლევან მახაშვილი. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიცია არასდროს მოქმედებდა საკუთარი ქვეყნის ინტერესებით და ყოველთვის უცხო ქვეყნებიდან მიღებული დირექტივებით ხელმძღვანელობდა.

„სწორედ ამას მივეჩვიეთ ამ სრულიად უპასუხისმგებლო ე.წ. ოპოზიციისგან. მათთვის შესაძლებელია საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის გაწირვა რაღაც უფრო დიადი მიზნებისთვის და ეს განცხადებები სწორედ ამას მეტყველებს, რომ სამწუხაროდ, ეს ე.წ. ოპოზიცია გადაიქცა ჩვეულებრივ პოლიტიკურ დაჯგუფებად, რომლისთვისაც აბსოლუტურად არანაირი ღირებულება არ აქვს საკუთარ ქვეყანას, ქვეყნის ინტერესებს, საკუთარ მოსახლეობას.

გასული ათწლეულების პრაქტიკა და მაგალითი ნამდვილად აჩვენებს, რომ მათთვის მთავარი ამოსავალი წერტილი და სამიზნე არ ყოფილა საქართველოს ეროვნული ინტერესები. მათი გადაწყვეტილებები ყოველთვის იყო ნაკარნახევი იმით, თუ რა გეოპოლიტიკური ხმაური იყო გარშემო, რა დავალებებს იღებდნენ“, - აცხადებს მახაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს