ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

დავით ჩიხელიძე: ვრცელდება ყალბი ისტორიები, თითქოს საქართველოში უცხოელებისთვის ყოფნა სახიფათოა. ეს შემთხვევითი საინფორმაციო ხმაური არ არის, ეს არის ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების მცდელობა - უნდა დადგინდეს ვინ არის დავალების გამცემი და შემსრულებელი

დავით ჩიხელიძე: ვრცელდება ყალბი ისტორიები, თითქოს საქართველოში უცხოელებისთვის ყოფნა სახიფათოა. ეს შემთხვევითი საინფორმაციო ხმაური არ არის, ეს არის ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების მცდელობა - უნდა დადგინდეს ვინ არის დავალების გამცემი და შემსრულებელი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სუსის მიერ საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყება უაღრესად მნიშვნელოვანია, უნდა დადგინდეს, ვინ დგას საქართველოს წინააღმდეგ, წარმოებული კამპანიის უკან, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, საქართველოს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სუსის მიერ საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყება უაღრესად მნიშვნელოვანია, უნდა დადგინდეს, ვინ დგას საქართველოს წინააღმდეგ, წარმოებული კამპანიის უკან, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, საქართველოს…

სუსის მიერ საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყება უაღრესად მნიშვნელოვანია, უნდა დადგინდეს, ვინ დგას საქართველოს წინააღმდეგ, წარმოებული კამპანიის უკან, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ ფრონტის ხაზი შეიცვალა და სამიზნე ახლა ქვეყნის ეკონომიკაა და ახსენებს, რომ გიორგი ბარამიძის ფრაზა, რომ თითქოს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ, ჯაჭვის ერთი რგოლია და არა ტყუილის შემთხვევითი გავრცელების მცდელობა.

„როდესაც საქართველოს წინააღმდეგ გარე ძალების, ყველა არსებული გეგმა ჩავარდა, ახალი ტაქტიკა შეიმუშავეს, პოლიტიკური დაპირისპირების ნაცვლად, ეკონომიკაზე შეტევა გადაწყვიტეს. სწორედ ამ მიზნისთვის არის შერჩეული ტურიზმი. სექტორი, რომლის დაზიანებაც ქვეყნის ეკონომიკაზე სწრაფად და მტკივნეულად აისახება.

გარე ძალების ახალი გეგმის შესაბამისად ვრცელდება ყალბი ისტორიები, თითქოს საქართველოში ტურისტებს საჭმელში უშარდებიან, ტყეში ტოვებენ ან უცხოელებისთვის აქ ყოფნა სახიფათოა. ეს შემთხვევითი საინფორმაციო ხმაური არ არის, ეს არის ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების მცდელობა.

მიზანი მარტივია: ტურისტი შეშინდეს, საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, შემცირდეს შემოსავლები და ეკონომიკას პრობლემა შეექმნას. რაც ვერ მოახერხეს პოლიტიკური ფრონტით, ახლა ეკონომიკური ფრონტის გახსნით ცდილობენ. სუსის მიერ საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყება უაღრესად მნიშვნელოვანია, უნდა დადგინდეს, ვინ დგას საქართველოს წინააღმდეგ, წარმოებული კამპანიის უკან.

ვინ არის დავალების გამცემი და შემსრულებელი!

ფაქტია, საქართველოს წინააღმდეგ ფრონტის ხაზი შეიცვალა, სამიზნე ახლა ქვეყნის ეკონომიკაა. გადავედით დაპირისპირების ახალ ეტაპზე, სადაც რამდენიმე ჯგუფის კოორდინირებულ ქმედებებს ვხედავთ, მათ შორის პოლიტიკური აქტორებიც არიან, დღეს უკვე ნათელია, რომ ბარამიძის ფრაზა, ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ, ჯაჭვის ერთი რგოლია და არა ტყუილის შემთხვევითი გავრცელების მცდელობა“, - წერს ჩიხელიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს