ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ლევან სანიკიძე: რუს ტურისტებს როდესაც ხვდებოდა მიხეილ სააკაშვილი, მაშინ ქართულ სახელმწიფოს ჰქონდა ბევრად უფრო მეტი თავმოყვარეობა, ვიდრე დღეს აქვს

ლევან სანიკიძე: რუს ტურისტებს როდესაც ხვდებოდა მიხეილ სააკაშვილი, მაშინ ქართულ სახელმწიფოს ჰქონდა ბევრად უფრო მეტი თავმოყვარეობა, ვიდრე დღეს აქვს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "ნაციონალურ მოძრაობაში" მესამე დღეა დაბნეულობაა - ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ერთიან პოზიციაზე ვერ ყალიბდებიან. ნაწილი ისევ უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას, რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების დრო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მესამე დღეა დაბნეულობაა - ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ერთიან პოზიციაზე ვერ ყალიბდებიან. ნაწილი ისევ უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას, რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების დრო…

"ნაციონალურ მოძრაობაში" მესამე დღეა დაბნეულობაა - ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ერთიან პოზიციაზე ვერ ყალიბდებიან.

ნაწილი ისევ უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას, რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს და არა აგვისტოს ომის შემდეგ. მეორე ნაწილი კი, რუსეთთან ლოიალურ დამოკიდებულებას ევროპას აბრალებს.

"პოლიტიკურ ძალას, რომელმაც 2008 წლის ომში მოიგერია რუსული აგრესია და შემდგომ მოახერხა, რომ საერთაშორისო მასშტაბით ამას ჰქონოდა ადეკვატური შეფასება, რასაც რუსეთის მხრიდან ოკუპანტობა ჰქვია, ამ ძალას ნურავინ ნუ დაარქმევს, რომ 2022 წლიდან ამბობს, რომ ოკუპანტია რუსეთი.

რუს ტურისტებს როდესაც ხვდებოდა მიხეილ სააკაშვილი და, როდესაც მაშინ ქართული სახელმწიფო მასპინძლობდა რუს ტურისტებს, მაშინ ქართულ სახელმწიფოს ჰქონდა ბევრად უფრო მეტი თავმოყვარეობა, ვიდრე დღეს აქვს," - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან სანიკიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგებზე პრემიერ-მინისტრმა ვრცელი წერილი და ანალიზი 2 დღის წინ გამოაქვეყნა. ირაკლი კობახიძე სვამს არაერთ კითხვას - რატომ გამოაცხადა უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ და რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როცა საქმე საქართველოს ეხებოდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს