ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 2

თინა ბოკუჩავა სააკაშვილის განცხადებაზე: მოულოდნელი იყო და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ

თინა ბოკუჩავა სააკაშვილის განცხადებაზე: მოულოდნელი იყო და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ბოკუჩავასთვის აღნიშნული პოსტი მოულოდნელი იყო და მიაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ბოკუჩავასთვის აღნიშნული პოსტი მოულოდნელი იყო და მიაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ბოკუჩავასთვის აღნიშნული პოსტი მოულოდნელი იყო და მიაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიიყვანა „ნაციონალური მოძრაობა“ იქამდე, სადაც ახლა არიან.

„ჩემი ორ წლიანი ვადა, რომლითაც პარტიულმა ყრილობამ ამირჩია 2024 წლის 8 ივლისს, დაახლოებით ერთ თვეში იწურება. მე მას [სააკაშვილს] მადლობა გადავუხადე განახლებული ნდობის მანდატისთვის, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით, სწორი მიდგომით და სწორი ხედვით გაგვეტარებინა რეფორმები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის გაძლიერების მიზნით. სიმართლე გითხრათ, ის პოსტი, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგზე, გზად წავიკითხე, მოულოდნელი იყო და ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა. მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ.“- განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. ამასთან, რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა პარტიაში „რადიკალური ცვლილებები“ დააანონსა და აღნიშნა, რომ გუნდს ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს