ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

თამარ ზოდელავამ გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიის ფარგლებში, მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა

თამარ ზოდელავამ გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიის ფარგლებში, მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიის ფარგლებში, მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა, - ინფორმაციას იუს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიის ფარგლებში, მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა, - ინფორმაციას იუს…

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიის ფარგლებში, მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა, - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნიდერლანდების კადასტრის, მიწის რეგისტრაციისა და კარტოგრაფიის სააგენტოს (Kadaster) წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში და ნიდერლანდებში მიმდინარე რეფორმები, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მიწის ადმინისტრირების და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სფეროში ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე.

„შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ საქართველოსა და ნიდერლანდებს, ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილებისა და განხორციელებული წარმატებული რეფორმების საფუძველზე, მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აქვთ, ერთობლივად გაუწიონ ექსპერტული მხარდაჭერა სხვა ქვეყნებს, ასევე, აქტიური მონაწილეობა მიიღონ გაერო-ს სამუშაო ჯგუფების ფარგლებში საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტებისა და მეთოდოლოგიური რეკომენდაციების, მათ შორის, მიწის ადმინისტრაციის ეფექტიანობის ჩარჩოს (FELA) განვითარების პროცესში.

მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და გლობალურ ინიციატივებში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობებზე.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ნიდერლანდების კადასტრის, მიწის რეგისტრაციისა და კარტოგრაფიის სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება; კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელება. შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს მემორანდუმის ფარგლებში მიღწეული შუალედური შედეგები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მსოფლიო ბანკის „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის“ (GRAIL) პროექტის „მიწის ადმინისტრირების მომსახურების გაუმჯობესებისა და ციფრული მმართველობის ინფრასტრუქტურის შექმნის“ ქვეკომპონენტის მენეჯერი ელენე გრიგოლია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამსახურის უფროსი თამთა ჭანტურია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმა

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს