ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

აშშ-ში ჰიპოალერგიული ძაღლები გამოიყვანეს🐕

აშშ-ში ჰიპოალერგიული ძაღლები გამოიყვანეს🐕
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Kindred Companion Sciences ისტორიაში პირველად ჰიპოალერგიული ძაღლები გამოყვანა. მეცნიერებმა მათი გენომი დაარედაქტირეს. The Guardian-ის ცნობით , კომპანიამ ცხოველის დნმ-იდან ამოიღო ძირი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Kindred Companion Sciences ისტორიაში პირველად ჰიპოალერგიული ძაღლები გამოყვანა. მეცნიერებმა მათი გენომი დაარედაქტირეს. The Guardian-ის ცნობით , კომპანიამ ცხოველის დნმ-იდან ამოიღო ძირი…

ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Kindred Companion Sciences ისტორიაში პირველად ჰიპოალერგიული ძაღლები გამოყვანა. მეცნიერებმა მათი გენომი დაარედაქტირეს.

The Guardian-ის ცნობით, კომპანიამ ცხოველის დნმ-იდან ამოიღო ძირითადი ალერგენი, რომლის მატარებლებიც ძაღლები არიან. ამის შემდეგ დარედაქტირებული გენი გადაიტანეს კვერცხუჯრედებში, რომლებიც სუროგატ დედას - ბიგლს ჩაუსვეს. შედეგად, მან 2024 წლის სექტემბერში ორი ჯანმრთელი ძუ ლეკვი შობა. მათ ალფი და ბეილი დაარქვეს.

Kindred Companion Sciences-ში აცხადებენ, რომ გენომის რედაქტირებას ძაღლების განვითარებაზე არანაირად არ უმოქმედია. მეცნიერებს კიდევ სჭირდებათ გენეტიკური მოდიფიკაციის გრძელვადიანი შედეგების მეთვალყურეობა.

აღინიშნება, რომ ყველა ძაღლს აქვს ერთი და იგივე ალერგიის გამომწვევი გენი, რომელიც ალფის და ბეილის დნმ-იდან ამოღებულია. კომპანია იმედოვნებს, რომ მეთოდიკას სხვა ძაღლებზეც გამოცდის, რათა გაარკვიოს, შეძლებენ თუ არა ახალი ჰიპოალერგიული ჯიშების გამოყვანას.

ჰიპოალერგიული ბიგლების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა. Kindred Companion Sciences-ის მიერ განხორციელებული გენეტიკური ცვლილებები აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) ჯერ არ დაუმტკიცებია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს