ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ირაკლი კობახიძე: ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვითარდეს, აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის შექმნაზე და 2029 წლისთვის

ირაკლი კობახიძე: ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვითარდეს, აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის შექმნაზე და 2029 წლისთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული, პირველი 7 თვის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი აუცილებლად იქნება ბათუმის პორტისთვის სარეკორდო, ტვირთბრუნვის კუთხით, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული, პირველი 7 თვის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი აუცილებლად იქნება ბათუმის პორტისთვის სარეკორდო, ტვირთბრუნვის კუთხით, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმ…

ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული, პირველი 7 თვის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი აუცილებლად იქნება ბათუმის პორტისთვის სარეკორდო, ტვირთბრუნვის კუთხით, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვითარდეს.

„ეს მიმართულებაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული. პირველი 7 თვის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი აუცილებლად იქნება ბათუმის პორტისთვის სარეკორდო ტვირთბრუნვის კუთხით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვითარდეს. ბათუმის პორტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ფოთის პორტი. იცით, რომ აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის შექმნაზე და 2029 წლისთვის უკვე დაგეგმილია ანაკლიის პორტში პირველი გემების მიღება და პირველი ფაზის საპროექტო სამუშაოების დასრულება,“- აღნიშნა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს