ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

მარიამ ქვრივიშვილი – განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს რკინიგზის განვითარებას და სწორედ აქედან გამომდინარე შევიმუშავეთ ისტორიული განვითარების და განახლების პროგრამა

მარიამ ქვრივიშვილი – განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს რკინიგზის განვითარებას და სწორედ აქედან გამომდინარე შევიმუშავეთ ისტორიული განვითარების და განახლების პროგრამა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ტრანსპორტის სექტორს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლება განსაკუთრებულ ძალისხმევას დებს აღნიშნული სექტორის განვითარებაში, – ამის შესახებ ეკონომიკ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ტრანსპორტის სექტორს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლება განსაკუთრებულ ძალისხმევას დებს აღნიშნული სექტორის განვითარებაში, – ამის შესახებ ეკონომიკ…

ტრანსპორტის სექტორს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლება განსაკუთრებულ ძალისხმევას დებს აღნიშნული სექტორის განვითარებაში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება საქართველოს რკინიგზის განვითარებას დიდი ყურადღებას უთმობს.

„განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს რკინიგზის განვითარებას და სწორედ აქედან გამომდინარე შევიმუშავეთ საქართველოს რკინიგზის ისტორიული განვითარების და განახლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე მიმდინარეობს არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, ინფრასტრუქტურული განახლება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდას, იქნება ეს უშუალოდ ტვირთნაკადის გამტარუნარიანობა, თუ ასევე უზრუნველყოფა იმისა, რომ ჩვენი სამგზავრო მიმართულება საქართველოს რკინიგზაში დღითიდღე უმჯობესდებოდეს და ჩვენ შევძლოთ, რომ უკეთესი მომსახურების ხარისხითა და სატრანსპორტო საშუალებებით ვუმასპინძლოთ შიდა და საერთაშორისო მოგზაურებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს რკინიგზის განვითარებისთვის 1 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„საქართველოს რკინიგზაში მასშტაბური ინვესტიციები განხორციელდება. მილიარდი ლარის ინვესტიცია, რომელიც უზრუნველყოფს, პირველ რიგში, უშუალოდ ტვირთნაკადის გამტარობის ზრდას და მეორე ეს უშუალოდ გახლავთ სამგზავრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს