ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

მარიამ ქვრივიშვილი – თანმიმდევრული ინფრასტრუქტურის განვითარება, იქნება ეს საპორტო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო თუ საგზაო, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის

მარიამ ქვრივიშვილი – თანმიმდევრული ინფრასტრუქტურის განვითარება, იქნება ეს საპორტო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო თუ საგზაო, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ტრანსპორტის სექტორის განვითარებას და ტრანსპორტის სექტორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძი გახლავთ საპორტო ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ტრანსპორტის სექტორის განვითარებას და ტრანსპორტის სექტორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძი გახლავთ საპორტო ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმ…

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ტრანსპორტის სექტორის განვითარებას და ტრანსპორტის სექტორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძი გახლავთ საპორტო ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრთან ერთად ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საზღვაო ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და ტვირთბრუნვის გაზრდის მიზნით, მთავრობა აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს პორტის ოპერატორებთან.

„მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოში ოპერირებად პორტებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში და იმაში, რომ მათ შეძლონ უფრო მეტი ტვირთის მიღება და დამუშავება. სწორედ აქედან გამომდინარე ვიმყოფებოდით ბათუმის პორტში, სადაც მოვინახულეთ არსებული ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შეხვედრა შედგა პორტის ოპერატორებთან.

„განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ ყველა პორტის ოპერატორი ადასტურებს, რომ ფაქტობრივად რეკორდულია ტვირთბრუნვა – ამ შემთხვევაში ბათუმის პორტში. გაზრდილია ტვირთბრუნვა ყველა ტვირთის კატეგორიაში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ საქართველო განაგრძობს, იყოს დასაყრდენი პარტნიორი. საქართველომ გაზარდა მისი კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო არეალზე. საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს შუა დერეფნის კონტექსტში და ამდენად, რა თქმა უნდა, თანმიმდევრული ინფრასტრუქტურის განვითარება, ეს იქნება საპორტო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო თუ საგზაო, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის და ზოგადად იმისთვის, რომ სატრანსპორტო სექტორმა განაგრძოს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში“, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს