ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

„როიტერი“ – სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს, შეამოწმოს იმ უცხოელი ჟურნალისტების სოციალური ქსელების ანგარიშები, რომლებიც აშშ-ში სამუშაოდ ვიზას ითხოვენ

„როიტერი“ – სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს, შეამოწმოს იმ უცხოელი ჟურნალისტების სოციალური ქსელების ანგარიშები, რომლებიც აშშ-ში სამუშაოდ ვიზას ითხოვენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს, რომ შეამოწმოს იმ უცხოელი ჟურნალისტების სოციალური ქსელების ანგარიშები, რომლებიც ქვეყანაში სამუშაოდ ვიზას ითხოვენ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს . გამოცემა The Daily Signal-ში გამოქ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს, რომ შეამოწმოს იმ უცხოელი ჟურნალისტების სოციალური ქსელების ანგარიშები, რომლებიც ქვეყანაში სამუშაოდ ვიზას ითხოვენ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს . გამოცემა The Daily Signal-ში გამოქ…

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს, რომ შეამოწმოს იმ უცხოელი ჟურნალისტების სოციალური ქსელების ანგარიშები, რომლებიც ქვეყანაში სამუშაოდ ვიზას ითხოვენ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

გამოცემა The Daily Signal-ში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივა, რომელიც ვიზის მრავალი კატეგორიის მსურველებს სოციალური ქსელების ანგარიშების გასაჯაროებას ავალდებულებს, ახლა უცხოელ ჟურნალისტებზეც გავრცელდება. ამავე ინფორმაციით, შემოწმების პროცედურა შეეხება კანადიდან და მექსიკიდან ჩამოსული გარკვეული კატეგორიის უცხოელი მუშაკების ვიზებსაც.

„სახელმწიფო დეპარტამენტი მაქსიმალურად ამოწმებს და აფასებს ყველა უცხოელ მოქალაქეს, რომელსაც აშშ-ში შესვლა სურს, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი პატივს სცემენ ამერიკის კანონებს, მათ შორის ვიზის პირობებს და არ წარმოადგენენ საფრთხეს აშშ-ის უსაფრთხოებისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის ან ეროვნული ინტერესებისთვის“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ამერიკელი ოფიციალური პირები იყენებენ სხვადასხვა მეთოდს, რათა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, დაიცვან ეროვნული უსაფრთხოება, თავიდან აიცილონ თაღლითობა და უზრუნველყონ განაცხადების სრულყოფილი განხილვა.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის შევა ახალი პოლიტიკა ძალაში. აღნიშნული ნაბიჯი იმ ფართო პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია 2025 წლის იანვარში მეორე ვადის დაწყების შემდეგ ატარებს და რომლის მიხედვითაც, ონლაინ აქტივობა, შესაძლოა, გავლენას ახდენდეს საიმიგრაციო და სავიზო გადაწყვეტილებებზე.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს