ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია ბარამიძის განცხადებაზე: წინა ხაზზე ეგ არ ყოფილა, ტალახში არ წოლილა და სანგარში ღამე არ გაუთენებია - ასეთი დავალება აქვს, რომ ეს იმეოროს და გუშინ კიდევ გააგრძელა, რაზედაც პასუხი აუცილებლად უნდა აგოს

ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია ბარამიძის განცხადებაზე: წინა ხაზზე ეგ არ ყოფილა, ტალახში არ წოლილა და სანგარში ღამე არ გაუთენებია - ასეთი დავალება აქვს, რომ ეს იმეოროს და გუშინ კიდევ გააგრძელა, რაზედაც პასუხი აუცილებლად უნდა აგოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ. თოფურიას შეფასებით, ამ განცხადებისთვის ბარამიძემ პასუხი უნდა აგოს. „რეალურად ემსა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ. თოფურიას შეფასებით, ამ განცხადებისთვის ბარამიძემ პასუხი უნდა აგოს. „რეალურად ემსა…

ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ. თოფურიას შეფასებით, ამ განცხადებისთვის ბარამიძემ პასუხი უნდა აგოს.

„რეალურად ემსახურებოდა იმას, რომ რაც ამდენი წელია ქართულ სახელმწიფოს კაპიტალი უგროვებია იმისა, რომ ქართველებს ეთნოწმენდა მოგვიწყვეს, გადაგვიარეს - ეს უცბად ამ ყველაფრის მოწმენდაა მტრების სასარგებლოდ. ეს არის მეხუთე კოლონის პირდაპირი დაკვეთა, ასეთი დავალება აქვს რომ ეს იმეოროს და გუშინ კიდევ გააგრძელა, რაზედაც პასუხი აუცილებლად უნდა აგოს. წინა ხაზზე ეგ არ ყოფილა, ტალახში ეგ არ წოლილა და სანგარში ღამე არ გაუთენებია...“, - განაცხადა მალხაზ თოფურიამ.

გიორგი ბარამიძემ, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ, მწვავე გამოხმაურებების შემდეგ, განმარტება გააკეთა. თუმცა, პოლიტიკოსი ვიდეო მიმართვაში იგივე შინაარსის განცხადებას აკეთებს. ბარამიძის თქმით, მომხდარი არა ქართული ჯარის დანაშაული, არამედ ომის დროს ბუნებრივი მოვლენაა, როცა გამწარებული ხალხი ტყვეებს არ ინდობს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს