ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 4

შალვა პაპუაშვილი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობაზე: მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს მეორე ეკონომიკა ჩვენთვის გახსნილია თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის სახით, ინიშნება პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის, ეს ყველაფერი აღრმავებს ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსა და ჩინეთს შორის

შალვა პაპუაშვილი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობაზე: მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს მეორე ეკონომიკა ჩვენთვის გახსნილია თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის სახით, ინიშნება პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის, ეს ყველაფერი აღრმავებს ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსა და ჩინეთს შორის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქართველი მეწარმეებისთვის ჩინეთის ბაზარი იხსნება და ეს თავისთავად გავლენას ახდენს ქვეყნის კეთილდღეობის ზრდაზე
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქართველი მეწარმეებისთვის ჩინეთის ბაზარი იხსნება და ეს თავისთავად გავლენას ახდენს ქვეყნის კეთილდღეობის ზრდაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა.

„ვნახეთ, რომ გუშინ წერილების გაცვლით საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა გაცხადდა. მნიშვნელოვანია, როდესაც მსოფლიოს მეორე ეკონომიკა ჩვენთვის გახსნილია თავისუფალი ვაჭრობის სახით, უვიზო მიმოსვლის სახით, ინიშნება პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის, ეს ყველაფერი აღრმავებს ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსა და ჩინეთს შორის, ქართველი მეწარმეებისთვის ჩინეთის ბაზარი იხსნება და ეს თავისთავად გავლენას ახდენს ქვეყნის კეთილდღეობის ზრდაზე.

საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპებით რეგიონში არის ჩემპიონი, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას და უზრუნველყოფს უსაფრთხოების განმტკიცებას, რისი ბოლო შედეგიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს