ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 11

„ქართველი სამხედროების მიერ ცხინვალის დაბომბვამ სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვია“ - კიდევ რა წერია რეზოლუციაში, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს მხარი დაუჭირა და სადაც საქართველო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დამრღვევად შეფასდა

„ქართველი სამხედროების მიერ ცხინვალის დაბომბვამ სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვია“ - კიდევ რა წერია რეზოლუციაში, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს მხარი დაუჭირა და სადაც საქართველო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დამრღვევად შეფასდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ 2008 წლის 2 ოქტომბერს მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას , სადაც საქართველო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დამრღვევად შეფასდა და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ 2008 წლის 2 ოქტომბერს მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას , სადაც საქართველო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დამრღვევად შეფასდა და…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ 2008 წლის 2 ოქტომბერს მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, სადაც საქართველო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დამრღვევად შეფასდა და ჩაიწერა, რომ ქართველი სამხედროების მიერ ცხინვალის დაბომბვამ სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვია.

„7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან“, - აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.

გარდა ამისა, დოკუმენტში წერია: „ასამბლეა შეშფოთებულია ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტების გამო, რომლებიც ჩადენილი იქნა ორივე მხარის მიერ ომის მიმდინარეობისას, როგორიცაა მშვიდობიან მოქალაქეთა განზრახი ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული მოკვდინება ან დაჭრა, ისევე, როგორც საკუთრების ხელყოფა. კერძოდ, განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე, როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს, როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას“.

რეზოლუციას მხარი დაუჭირეს საქართველოს პარლამენტის იმდროინდელმა წევრებმა: ჩიორა თაქთაქიშვილმა, გიორგი თარგამაძემ, გიორგი კანდელაკმა, დავით დარჩიაშვილმა და გიორგი გაბაშვილმა. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს