ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

ირაკლი ფავლენიშვილი – 7 აგვისტო არის თარიღი, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად შემოიჭრნენ რუსული საოკუპაციო არმიის ბატალიონები, ეს არის თარიღი, როდესაც დაიწყო სამხედრო აგრესია

ირაკლი ფავლენიშვილი – 7 აგვისტო არის თარიღი, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად შემოიჭრნენ რუსული საოკუპაციო არმიის ბატალიონები, ეს არის თარიღი, როდესაც დაიწყო სამხედრო აგრესია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 7 აგვისტო არის თარიღი, როდესაც რეალურად დაიწყო სამხედრო აგრესია რუსეთმა, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად შემოიჭრნენ რუსული საოკუპაციო არმიის სხვადასხვა ბატალიონები, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, არ იყოს აღქმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

7 აგვისტო არის თარიღი, როდესაც რეალურად დაიწყო სამხედრო აგრესია რუსეთმა, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად შემოიჭრნენ რუსული საოკუპაციო არმიის სხვადასხვა ბატალიონები, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, არ იყოს აღქმ…

7 აგვისტო არის თარიღი, როდესაც რეალურად დაიწყო სამხედრო აგრესია რუსეთმა, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად შემოიჭრნენ რუსული საოკუპაციო არმიის სხვადასხვა ბატალიონები, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, არ იყოს აღქმული, როგორც ოკუპაცია, ბარბარესული აგრესია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თარიღის საკითხი უფრო აქტუალური გახდა „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

„მაშინ არავინ აყენებდა ეჭქვეშ, საკუთარი ქვეყანა დაედანაშაულებინა ომის დაწყებაში. ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ეს მართლაც საოცარი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ივანიშვილის რეჟიმის მსახურების მხრიდან, როდესაც საუბრობდნენ იმაზე, თითქოს ქართული მხარე არის რაიმე კუთხით დამნაშავე იმ ბარბაროსულ აგრესიაში, რომელიც 18 წლის წინ მოაწყო რუსეთმა. მაშინ ეს საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა, ამიტომაც 7 აგვისტოს ასე გამორჩევა არ იყო ასეთი მნიშვნელოვანი. კარგად გვახსოვს, რომ 8 აგვისტოს უფრო სხვა მასშტაბის გახდა შეტაკებები, ამიტომაც იყო 8 აგვისტო ხალხის ცნობიერებაში დალექილი. რაც შეეხება 7 აგვისტოს, ეს გახლავთ ფაქტი, ისტორიული მოცემულობა, რომ რუსეთის საოკუპაციო არმიამ ბარბაროსული აგრესია სწორედ 7 აგვისტოს დაიწყო და როდესაც ეს საკითხი დადგა, სამწუხაროდ, დღის წესრიგში, ამიტომაც მოხდა 7 აგვისტოზე აქცენტის გაკეთება. 7 აგვისტო არის თარიღი, როდესაც რეალურად დაიწყო სამხედრო აგრესია რუსეთმა, როდესაც შემოიჭრდნენ საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად რუსული საოკუპაციო არმიის სხვადასხვა ბატალიონები, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, არ იყოს აღქმული, როგორც ოკუპაცია, ბარბარესული აგრესია. შესაბამისად, 7 აგვისტო არის ოფიციალური თარიღი, როდესაც აგრესია განხორციელდა. მაშინ არ იყო დღის წესრიგში ეს საკითხი. 2012 წლის შემდგომ ხელისუფლებაში მყოფი ხალხი ამბობს, თითქოს ქართულ მხარეს აქვს რაღაც როლი ნათამაშები ამ ბარბარესული აგრესიის დაწყებაში, რაც ისტორიულად არ გახლავთ მართალი. ჩვენ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ თარიღის საკითხი გახდა უფრო აქტუალური „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს