ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

ირაკლი ფავლენიშვილი – გია ბარამიძეს იმას მაინც ნუ დავაბრალებთ, რომ საკუთარ თავს ან ვინმეს აბრალებს სამხედრო დანაშაულს, საერთოდ არ საუბრობდა იმაზე, რომ რაიმე ტიპის დანაშაულს სჩადიოდა ქართული მხარე

ირაკლი ფავლენიშვილი – გია ბარამიძეს იმას მაინც ნუ დავაბრალებთ, რომ საკუთარ თავს ან ვინმეს აბრალებს სამხედრო დანაშაულს, საერთოდ არ საუბრობდა იმაზე, რომ რაიმე ტიპის დანაშაულს სჩადიოდა ქართული მხარე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სინამდვილეში, გია ბარამიძეს არანაირ სამხედრო დანაშაულში, რა თქმა უნდა, არ დაუდანაშაულებია საკუთარი თავი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სინამდვილეში, გია ბარამიძეს არანაირ სამხედრო დანაშაულში, რა თქმა უნდა, არ დაუდანაშაულებია საკუთარი თავი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი…

სინამდვილეში, გია ბარამიძეს არანაირ სამხედრო დანაშაულში, რა თქმა უნდა, არ დაუდანაშაულებია საკუთარი თავი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.

ფავლენიშვილის თქმით, გიორგი ბარამიძის ეს სიტყვები არასწორად იქნა აღქმული საზოგადოების ნაწილის მიერ.

„ოცნება“ ისედაც ცდილობს, ხელზე დაიხვიოს ყველაფერი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, სინამდვილეში, ბატონ გია ბარამიძეს არანაირ სამხედრო დანაშაულში, რა თქმა უნდა, არ დაუდანაშაულებია საკუთარი თავი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ეს კაცი, შეგახსენებთ, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, მაგრამ იარაღით ხელში იბრძოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში, მთელი ერთი წლის მანძილზე. მოდი, ამ ადამიანს იმას მაინც ნუ დავაბრალებთ, რომ საკუთარ თავს ან ვინმეს აბრალებს რაიმე სამხედრო დანაშაულის ჩადენას. არასწორად იქნა აღქმული, ის საერთოდ არ საუბრობდა იმაზე, რომ რაიმე ტიპის დანაშაულს სჩადიოდა ქართული მხარე, თვითონაც განმარტა ეს და კიდევ განმარტავს. ეს ადამიანი იყო პარლამენტის წევრი, რომელიც იბრძოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განუცხადა, „მისი სიტყვები გაავრცელეს ამოგლეჯილად“.

„ვთქვი, რომ რუსულ მხარეს, სეპარატისტულ მხარეს ჰყავდა ამდენი ტყვეები და ჩვენ არ გვყავდა იმიტომ, რომ ჩვენები ხვრეტდნენ, ეს არ ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული ჯარი ხვრეტს“.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს