ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

კახა კალაძე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადება გაუგებარია

კახა კალაძე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადება გაუგებარია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაუგებარს უწოდებს ცალკეული ოპოზიციური ძალების მხრიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადებას. როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაუგებარს უწოდებს ცალკეული ოპოზიციური ძალების მხრიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადებას. როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა,…

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაუგებარს უწოდებს ცალკეული ოპოზიციური ძალების მხრიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადებას.

როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, არსებობს შესაბამისი საარქივო მასალები, რომლებიც პასუხს სცემენ აღნიშნულ საკითხს.

„ეს გაუგებარია. გადავხედოთ, როდის ხდებოდა სამძიმარზე მისვლა ომის თარიღის აღნიშვნისას, ამოვიღოთ არქივიდან მასალები, სადაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს იყო 8 აგვისტო. ალბათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ჰკითხოთ, რატომ შეცვალეს თარიღი.ისტორიას ვერავინ გადაწერს - ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით.

მე გთხოვთ, ამოიღოთ კონკრეტული საარქივო ვიდეომასალები, სადაც არსებობს ფაქტები და მტკიცებულებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. არსებობს რეზოლუცია, რაზეც აქვთ ხელი მოწერილი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ მაშინდელი ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ომის დაწყება ქართულ სახელმწიფოსა და ჯარს დაჰბრალდა.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს იყო მოღალატეობრივი ქმედებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ ყველაფერს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ომის დაწყება ქართულ სახელმწიფოს, ჯარს დაჰბრალდა და ეს პირდაპირ წერია. როდესაც შენ ხელს აწერ ამ ყველაფერზე, ეს წარმოუდგენელია.

ზოგადად, ყველაფერი, რაც 2008 წლის ომთან არის დაკავშირებული, განპირობებულია იმ მოღალატეობრივი პოლიტიკით, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება ახორციელებდა. რა თქმა უნდა, სისხლიანი რეჟიმის ყველა ქმედება იყო გარედან თავსმოხვეული. სამწუხაროდ, ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი, მტრული საქმიანობა დღესაც გრძელდება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს