ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

კახა კალაძე: იუმორი მისაღებია, მაგრამ ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი წარსულის, კულტურის, წარმატებული ადამიანებისთვის, მიუღებელია

კახა კალაძე: იუმორი მისაღებია, მაგრამ ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი წარსულის, კულტურის, წარმატებული ადამიანებისთვის, მიუღებელია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • არ მესმის, რატომ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა იმას, რითაც ვამაყობთ და დღემდე მოგვიყვანა მაშინ, როცა ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება იუმორისტული შოუების გაკეთება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, როდესაც მა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

არ მესმის, რატომ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა იმას, რითაც ვამაყობთ და დღემდე მოგვიყვანა მაშინ, როცა ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება იუმორისტული შოუების გაკეთება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, როდესაც მა…

არ მესმის, რატომ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა იმას, რითაც ვამაყობთ და დღემდე მოგვიყვანა მაშინ, როცა ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება იუმორისტული შოუების გაკეთება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, როდესაც მას იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე „მითების დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაუსვეს შეკითხვა.

მისი თქმით, იუმორი მისაღებია, მაგრამ ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება ქვეყნის წარსულის, კულტურის, წარმატებული ადამიანებისთვის, მიუღებელია.

„ვისია ეს „მითების დეტექტორი“? ვინ გამოავლინა ან საიდან ფინანსდებიან? ხომ ვიცით, მსგავსი ორგანიზაციები საიდან ფინანსდებიან. იუმორი მისაღებია და ყველას მოსწონს, როცა ადამიანი კარგად ხუმრობს, მაგრამ ეს ვითომ რაღაც იუმორისტული შოუები, ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება თუნდაც ჩვენი წარსულის, კულტურის, წარმატებული ადამიანებისთვის, მიუღებელია. არ მესმის, რატომ უნდა გადავდგათ მსგავსი ნაბიჯები მაშინ, როცა ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება ხუმრობა და იუმორისტული შოუების გაკეთება. რატომ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა იმას, რითაც ვამაყობთ და რამაც დღემდე მოგვიყვანა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერი გარედან თავსმოხვეული და დაფინანსებულია. ეს კონკრეტული ორგანიზაციები და ადამიანები ებრძვიან ჩვენ სარწმუნოებას, კულტურას, წარსულს, აწმყოს. ისინი ებრძვიან იმას, რაზეც დგას ქართული ერი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რომ „მითების დეტექტორის“ მტკიცებით, იუმორისტის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციები დაფინანსებული იყო, კახა კალაძის თქმით, ეს იყო საზოგადოების რეაქცია.

„რა არის დაფინანსებული, ის, რომ როცა ქვეყნის კულტურას, წარსულს აყენებენ შეურაცხყოფას და ამაზე საზოგადოების ნაწილს აქვს რეაქცია? სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ შეურაცხყოფა მიაყენო სხვას ან ქვეყანას ან ამას ჰქონდეს ძალადობრივი ფორმა. ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ადამიანს შეუძლია გამოთქვას საკუთარი მოსაზრება სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ ეს უნდა იყოს კულტურულ ფარგლებში, არა ბილწსიტყვაობითა და შეურაცხყოფით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს