ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

კახა კალაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ძალიან მძიმე განცხადება იყო ქართული სახელმწიფოსა და ჯარის წინააღმდეგ

კახა კალაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ძალიან მძიმე განცხადება იყო ქართული სახელმწიფოსა და ჯარის წინააღმდეგ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომში მებრძოლი ქართველი სამხედროების მისამართით გაჟღერებული ბრალდება არის ძალიან მძიმე განცხადება და ქართუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომში მებრძოლი ქართველი სამხედროების მისამართით გაჟღერებული ბრალდება არის ძალიან მძიმე განცხადება და ქართუ…

დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომში მებრძოლი ქართველი სამხედროების მისამართით გაჟღერებული ბრალდება არის ძალიან მძიმე განცხადება და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომის გაგრძელებაა.

როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ქართული სახელმწიფოსა და ჯარის შეურაცხყოფაა.

„ესეც არის გაგრძელება იმ ჰიბრიდული ომის, რომელიც ქართული სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ მიმდინარეობს. რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმე განცხადება იყო ქართული სახელმწიფოს და ქართული ჯარის წინააღმდეგ.

წარმოუდგენელია, მოისმინო ის სიტყვები, რაც მოვისმინეთ და დატოვო რეაგირების გარეშე. ეს არის ჩვეულებრივი მოღალატეობრივი ქმედება, შეურაცხყოფა ქართული სახელმწიფოსა და ჯარის. ჩვეულებრივი მავნებლები და მოღალატეები არიან. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ არანაირი სიყვარული ჩვენი სამშობლოს მიმართ და ამ ყველაფერს აუცილებლად რეაგირება უნდა მოჰყვეს“, - განაცხადა კალაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს