ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ეკა კუპატაძე: ვფიქრობ, მოსამართლე დატოვებს პატიმრობაში ორივე ბრალდებულს, ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს. ეს ტრენდი ვინც წამოიწყო, რომ „არასრულწლოვანი კიკინებიანი ბავშვები დაგვიკავეს“, ვის ტვინშიც ეს მოიხარშა, ის არის საზოგადოებისთვის საშიში

ეკა კუპატაძე: ვფიქრობ, მოსამართლე დატოვებს პატიმრობაში ორივე ბრალდებულს, ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს. ეს ტრენდი ვინც წამოიწყო, რომ „არასრულწლოვანი კიკინებიანი ბავშვები დაგვიკავეს“, ვის ტვინშიც ეს მოიხარშა, ის არის საზოგადოებისთვის საშიში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დღეს საქალაქო სასამართლო გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ვარაუდობს, რომ ორივე ბრალდებულს სასამართლო პატიმრობაში და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დღეს საქალაქო სასამართლო გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ვარაუდობს, რომ ორივე ბრალდებულს სასამართლო პატიმრობაში და…

დღეს საქალაქო სასამართლო გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ვარაუდობს, რომ ორივე ბრალდებულს სასამართლო პატიმრობაში დატოვებს.

„მე ვფიქრობ, დღეს მოსამართლე დატოვებს პატიმრობაში ორივე ბრალდებულს, თუმცა ეს მოსამართლის გადასაწყვეტია. 20 ოქტომბერს უკვე იკვეთებოდა ნია იმნაძის ის ბრალი, რაც ახლა წაუყენა მას პროკურატურამ. იკვეთებოდა ჩემი გადასახედიდან, მაგრამ პროკურატურა ასე ეჭვზე და ვარაუდზე ხომ ვერ წაუყენებდა ბრალს?! მათ ის განადგურებული მტკიცებულებები აღადგინეს. ეს ტრენდი ვინც წამოიწყო, რომ „არასრულწლოვანი კიკინებიანი ბავშვები დაგვიკავეს“, ვის ტვინშიც ეს მოიხარშა, ის არის საზოგადოებისთვის საშიში. ვინც ამბობს იმას, რომ ხალხი არის ბრბო - არა, ხალხი არის საზოგადოება და მე ამას კარგად მივხვდი“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს