ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გამართულ შეხვედრაზე, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება, ვეტერანებმა დაგმეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გამართულ შეხვედრაზე, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება, ვეტერანებმა დაგმეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება, ერთობლივად დაგმეს 7 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება, ერთობლივად დაგმეს 7 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო…

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება, ერთობლივად დაგმეს 7 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შეკრებილმა ვეტერანებმა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

გიორგი ბარამიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო პროგრამაში განაცხადა, თითქოს აფხაზეთის ტერიტორიაზე 1992-93 წლებში მიმდინარე ომის დროს, ქართველი მეომრები აფხაზ ტყვეებს ხვრეტდნენ; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირმა მიერ ერთობლივად ორგანიზებულ შეკრებაზე, ვეტერანმა მებრძოლებმა ბარამიძის ამ განცხადებას საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული ნაბიჯი უწოდეს.

დამსწრეთ სიტყვით მიმართეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარემ, გენერალ-მაიორმა ანზორ მარგიანმა; მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში ისტორიული ფაქტების დამახინჯებას უწყობს ხელს და მეტიც_შეურაცხყოფას აყენებს იმ ადამიანების ხსოვნასა და ღირსებას, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოლეს; განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები იმ ადამიანებისთვის, რომელთა ოჯახის წევრები, ახლობლები, მოწინააღმდეგე მხარის მიერ იქნენ დახვრეტილნი.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით მიმართონ საქართველოს გენერალურ პროკურატურას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნით. მათი განცხადებით, საგამოძიებო უწყებამ უნდა შეისწავლოს აღნიშნული განცხადება და მისცეს მას კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შეფასება.

შეხვედრის დასასრულს მომზადდა ერთობლივი განცხადება, რომელსაც ხელი მოაწერეს შეკრებილმა ომის ვეტერანებმა. დოკუმენტში ასახულია მათი საერთო პოზიცია და მოთხოვნა, რომ საკითხზე სამართლებრივი რეაგირება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადების საფუძველზე გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლებით.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს