ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 11

შოთა ქევხიშვილი: ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის: ჩვენ განვითარებასა და შედეგებზე ვსაუბრობთ, თქვენ კი - პროტესტსა და დესტრუქციაზე

შოთა ქევხიშვილი: ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის: ჩვენ განვითარებასა და შედეგებზე ვსაუბრობთ, თქვენ კი - პროტესტსა და დესტრუქციაზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრი და დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ქევხიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლის, ნიკა ჩერქეზიშვილის მიერ ერთ-ერთ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრი და დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ქევხიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლის, ნიკა ჩერქეზიშვილის მიერ ერთ-ერთ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზ…

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრი და დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ქევხიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლის, ნიკა ჩერქეზიშვილის მიერ ერთ-ერთ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციონერი კოლეგის განცხადება, სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

შოთა ქევხიშვილის განმარტებით, რაც შეეხება სამშენებლო ნებართვას, არ არის დაკონკრეტებული, რომელ პერიოდს ეხება აღნიშნული მონაცემები, რა ტიპის ნებართვებზეა ლაპარაკი და რა მოცულობის პროექტებს მოიცავს. მისივე თქმით, სამშენებლო ნებართვა ავტომატურად არ ნიშნავს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას. საქსტატის მეთოდოლოგიაში შედის როგორც ახალი მშენებლობა, ისე რეკონსტრუქცია.

როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, სამშენებლო ნებართვები გაიცემა არა მხოლოდ საცხოვრებელ კომპლექსებზე, არამედ სავაჭრო, სასტუმრო, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა დანიშნულების ობიექტებზეც, რაც ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს.

შოთა ქევხიშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს ქალაქში ჯერ მშენებლობები მიმდინარეობს და მხოლოდ შემდეგ იგეგმება ინფრასტრუქტურა. მისი თქმით, 2019 წელს, კახა კალაძის პერიოდში დამტკიცებული თბილისის განვითარების გენერალური გეგმა სწორედ ქაოსური განაშენიანების პრევენციასა და ქალაქის გეგმაზომიერ განვითარებას ემსახურება.

საკრებულოს წევრმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საცობები ქალაქისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გადაადგილების გაუმჯობესებისთვის სისტემური მუშაობა მიმდინარეობს.

„კახა კალაძეზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თბილისელებმა ნდობა მას ზედიზედ სამჯერ გამოუცხადეს და დედაქალაქის მართვა ანდეს. თქვენ კი ალტერნატივად თბილისელებს ვერ შესთავაზეთ ვერც განვითარების გეგმა, ვერც სატრანსპორტო რეფორმა, ვერც ინფრასტრუქტურული ხედვა და ვერც ურბანული განვითარების სტრატეგია. ერთადერთი, რაც შესთავაზეთ, იყო მასობრივი გაფიცვისკენ მოწოდება. ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის: ჩვენ განვითარებასა და შედეგებზე ვსაუბრობთ, თქვენ კი - პროტესტსა და დესტრუქციაზე“, - განაცხადა შოთა ქევხიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს