ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 12

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო: ბარამიძის დევნას აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული ხასიათი აქვს - ეს წარმოადგენს ზემოქმედების მცდელობას ქართველი საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის იმ ნაწილზე, რომელიც ათწლეულების შემდეგ ავლენს მზადყოფნას წარსულის ტრაგიკული მოვლენების ობიექტური გააზრებისთვის

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო: ბარამიძის დევნას აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული ხასიათი აქვს - ეს წარმოადგენს ზემოქმედების მცდელობას ქართველი საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის იმ ნაწილზე, რომელიც ათწლეულების შემდეგ ავლენს მზადყოფნას წარსულის ტრაგიკული მოვლენების ობიექტური გააზრებისთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური კომენტარი გააკეთა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრემიერისა და სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სისხლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური კომენტარი გააკეთა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრემიერისა და სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სისხლ…

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური კომენტარი გააკეთა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრემიერისა და სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზი გაუსვეს, რომ ბარამიძის დევნას აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული ხასიათი აქვს და მიზნად ისახავს, გახდეს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც მზადაა ღიად ილაპარაკოს „საქართველოს შეიარაღებულ აგრესიასა და მისი მსვლელობისას ჩადენილ დანაშაულებებზე“.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ზემოქმედების მცდელობას ქართველი საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის იმ ნაწილზე, რომელიც ათწლეულების შემდეგ ავლენს მზადყოფნას წარსულის ტრაგიკული მოვლენების ობიექტური გააზრებისთვის.

„თუმცა ისტორიული სიმართლის სრულად დავიწყება შეუძლებელია. დროთა განმავლობაში მოვლენების ობიექტური შეფასება სულ უფრო მეტ დადასტურებას იღებს, მათ შორის ქართველი საზოგადოების იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც მზადყოფნას ავლენს აღიაროს დაშვებული შეცდომები, ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების ჩათვლით“, - ნათქვამია კომენტარში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს