ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

მიხეილ ყაველაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო

მიხეილ ყაველაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის მიუღებელი და პოლიტიკოსს ამის გამო პასუხის გაცემა მოუწევს.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის მიუღებელი და პოლიტიკოსს ამის გამო პასუხის გაცემა მოუწევს.…

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის მიუღებელი და პოლიტიკოსს ამის გამო პასუხის გაცემა მოუწევს.

„ძალებმა, რომლებმაც ასეთი დანაშაული ჩაიდინეს ჩვენი სამშობლოს წინაშე, დღეს კიდევ ბედავენ და სურვილი აქვთ, რომ საჯარო სივრცეში ასე ისაუბრონ და თავი გაიმართლონ. რა თქმა უნდა ეს მიუღებელია... ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო. ეს ეხება ბარამიძეს. ბარამიძე არ განსხვავდებოდა იმ ხელისუფლებისგან. ის იყო ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

აგვისტოს ომზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა წინა ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მან დანაშაული ჩაიდინა.

„500-მდე ადამიანი გარდაცვლილი, 120-მდე ჩვენი სოფელი დაკარგული, აღიარებული ტერიტორიები, უბრძოლველად დათმობილი კოდორის ხეობა, ქაოსი. ამ ადამიანებმა პირდაპირი მნიშვნელობით ასეთი დანაშაული ჩაიდინეს“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

როგორც ყაველაშვილმა თქვა, ჯერ კიდევ ომის დღეებში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ტაშ-ფანდური ჰქონდათ გამართული“.

საქართველოს პრეზიდენტმა ომის შემდგომ პერიოდში და კონფლიქტის ზონიდან ქართველი ჯარისკაცების ცხედრების გამოყვანის საქმეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის როლიც გაიხსენა.

„მე არ მახსოვს ჩვენი პატრიარქი ასეთი მომტირალი, როცა მან ჩვენი გარდაცვლილი გმირების ცხედრები შეძლო და გადმოასვენა და მისცა საშუალება, რომ ისინი დაეკრძალათ“, - დასძინა მან.

საქართველოს პრეზიდენტმა აგრეთვე გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება იმის გამო, რომ ომიდან ცოტა ხანში მათ რუსეთთან დათბობის პოლიტიკის წარმოება გადაწყვიტეს, სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიჰყიდეს, ვიზები ცალმხრივად გააუქმეს და რუს ტურისტებს საზღვარზე ხვდებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს