ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციურ მედიას: ისტორია არ იცით, არ იცით, რომ რუსეთ-საქართველოს შორის იყო ომი? ეს არის სამარცხვინო დამოკიდებულება. რომ არა ჩვენი ძალისხმევა, დაბრუნებულიყო მტკიცებულებები, დღეს დამტკიცებულიც არ იქნებოდა, რომ რუსეთს სამხედრო დანაშაულები აქვს ჩადენილი 2008 წელს

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციურ მედიას: ისტორია არ იცით, არ იცით, რომ რუსეთ-საქართველოს შორის იყო ომი? ეს არის სამარცხვინო დამოკიდებულება. რომ არა ჩვენი ძალისხმევა, დაბრუნებულიყო მტკიცებულებები, დღეს დამტკიცებულიც არ იქნებოდა, რომ რუსეთს სამხედრო დანაშაულები აქვს ჩადენილი 2008 წელს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ვინ ლაპარაკობს საერთოდ რუსეთზე? მთავარი მტკიცებულებები რუსეთის დანაშაულებისა საერთოდ ქვეყნიდან გაიტანეს, „ისკანდერის“ ნამსხვრევები ვის მისცეს, ჰკითხეთ ერთი “ნაციონალურ მოძრაობას”, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ვინ ლაპარაკობს საერთოდ რუსეთზე? მთავარი მტკიცებულებები რუსეთის დანაშაულებისა საერთოდ ქვეყნიდან გაიტანეს, „ისკანდერის“ ნამსხვრევები ვის მისცეს, ჰკითხეთ ერთი “ნაციონალურ მოძრაობას”, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარ…

ვინ ლაპარაკობს საერთოდ რუსეთზე? მთავარი მტკიცებულებები რუსეთის დანაშაულებისა საერთოდ ქვეყნიდან გაიტანეს, „ისკანდერის“ ნამსხვრევები ვის მისცეს, ჰკითხეთ ერთი “ნაციონალურ მოძრაობას”, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

მისივე თქმით, რომ არა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ძალისხმევა, დაბრუნებულიყო მტკიცებულებები, წარდგენილიყო სასამართლოში, დღეს დამტკიცებულიც არ იქნებოდა, რომ 2008 წელს რუსეთმა სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა.

“ის, რომ გმირები - ჩვენი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა - შეეწირა სააკაშვილის გაუაზრებელ, მარიონეტულ, მოღალატეობრივ ქცევას და დღეს რომ უნდათ გადაფარონ თარიღებით, რუსეთის ხსენება-არხსენებით და ასეთი თემებით, ზუსტად ისეთივე არასერიოზულია, როგორც 9 აგვისტოს ის ხორხოცი, რომელიც გამართული ჰქონდა საქართველოს მაშინდელ მარიონეტულ ხელისუფლებას უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ამ ომში საქართველო სააკაშვილმა შეიყვანა. საქართველომ ნგრევა მიიღო მისი დამსახურებით და დღეს ცდილობენ გმირების სახელს ამოეფარონ და შემოიტანონ თემები, რომელიც მთავარი საკითხი არ არის. მთავარი არის რატომ დაიწყო ომი”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ოპოზიციური მედიის კითხვებს პაპუაშვილმა სამარცხვინო უწოდა.

“ისტორია არ იცით, ისტორია არ გისწავლიათ? არ იცით, რომ რუსეთ-საქართველოს შორის იყო ომი? ეს არის სამარცხვინო დამოკიდებულება. თქვენმა პარტიამ უზრუნველყო ის, რომ დღეს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია ხორციელდება რუსეთის მხრიდან. ვინ ლაპარაკობს საერთოდ რუსეთზე? მთავარი მტკიცებულებები რუსეთის დანაშაულებისა საერთოდ ქვეყნიდან გაიტანეს, „ისკანდერის“ ნამსხვრევები ვის მისცეს, ჰკითხეთ ერთი “ნაციონალურ მოძრაობას”. სამხედრო ექსპერიმენტებისთვის სხვა ქვეყანას რომ გადასცეს, ჩვენ აქ სასამართლო პროცესები გვქონდა მოსაგები. რომ არა ჩვენი ძალისხმევა, რომ დაბრუნებულიყო ეს მტკიცებულებები, წარდგენილიყო სასამართლოში, დღეს დამტკიცებულიც არ იქნებოდა, რომ რუსეთს სამხედრო დანაშაულები აქვს ჩადენილი 2008 წელს. აი, ეს არის სააკაშვილმა რა გააკეთა”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს