ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 2

ნიკოლოზ სამხარაძე ბელგიის პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე: საქართველო არის საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. შესაბამისად, ჩვენ ბელგიელ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა საფრთხეები მომდინარეობს რუსეთის ოკუპაციისგან

ნიკოლოზ სამხარაძე ბელგიის პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე: საქართველო არის საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. შესაბამისად, ჩვენ ბელგიელ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა საფრთხეები მომდინარეობს რუსეთის ოკუპაციისგან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბელგიელ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა საფრთხეები მომდინარეობს რუსეთის ოკუპაციისგან, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბელგიელ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა საფრთხეები მომდინარეობს რუსეთის ოკუპაციისგან, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმ…

ბელგიელ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა საფრთხეები მომდინარეობს რუსეთის ოკუპაციისგან, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბელგიის პარლამენტში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

სამხარაძის თქმით, საუბარი შეეხო ასევე ეკონომიკურ განვითარებას.

„საქართველო არის საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. შესაბამისად, ჩვენ ბელგიელ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა საფრთხეები მომდინარეობს რუსეთის ოკუპაციისგან. ასევე ვესაუბრეთ ეკონომიკურ განვითარებასა და იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველოს ცოტა ხნის წინ მიაღწია. მათ შორის, ეკონომიკის გაორმაგება, სიღარიბის რაოდენობის შემცირება და ა.შ. საუბარი გვქონდა ასევე საქართველო ევროკავშირის პრობლემატიკაზე.

ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ტრიალებს საქართველოს ირგვლივ. სხვათა შორის, ბევრი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ბელგიელ კოლეგებს მივაწოდეთ, მათთვის ცნობილი არ იყო“, - აღნიშნა მან.

ლუქსემბურგის შემდეგ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელშია. უკვე შედგა ბელგიის პარლამენტში შეხვედრები. ქვეყნებს შორის კავშირების გარდა, დისკუსიის თემა იყო საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაც.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს