ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ომიდან მე-18 წლისთავზე, პროკურატურამ პირველად აღძრა საქმე ღალატის მუხლით, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ქვეყნის კანონმდებლობაში - ამ მუხლით პასუხისგებაში უნდა მიეცეს, წარმოუდგენელი მასშტაბის ღალატის აქტის ჩამდენი, სხვა არაერთ დანაშაულში მხილებული და ამ დრომდე დაუსჯელობის სინდრომის გამო გათავხედებული - გია ბარამიძე!

შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ომიდან მე-18 წლისთავზე, პროკურატურამ პირველად აღძრა საქმე ღალატის მუხლით, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ქვეყნის კანონმდებლობაში - ამ მუხლით პასუხისგებაში უნდა მიეცეს, წარმოუდგენელი მასშტაბის ღალატის აქტის ჩამდენი, სხვა არაერთ დანაშაულში მხილებული და ამ დრომდე დაუსჯელობის სინდრომის გამო გათავხედებული - გია ბარამიძე!
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნაცმოძრაობის საქმიანობა მისი შინაარსით არის სამშობლოს ღალატის ქრონიკა, ჯერ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებიდან, ხოლო უკვე 14 წელია ოპოზიციიდან, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნაცმოძრაობის საქმიანობა მისი შინაარსით არის სამშობლოს ღალატის ქრონიკა, ჯერ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებიდან, ხოლო უკვე 14 წელია ოპოზიციიდან, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი,…

ნაცმოძრაობის საქმიანობა მისი შინაარსით არის სამშობლოს ღალატის ქრონიკა, ჯერ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებიდან, ხოლო უკვე 14 წელია ოპოზიციიდან, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, სიმბოლურია, რომ აგვისტოს ომიდან 18 წლის შემდეგ, პროკურატურამ ღალატის მუხლით პირველად აღძრა საქმე, რომელიც, სააკაშვილის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღო, თუმცა, ცოტა ხნის წინ კვლავ დაბრუნდა ქვეყნის კანონმდებლობაში.

შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ ბარამიძის ანტიქართული განცხადება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომის ნაწილია, რაც საბოლოო მიზნად, საქართველოში ომის გაჩაღებას ისახავს და სწორედ ღალატის მუხლით უნდა მიეცეს იგი პასუხისგებაში.

"სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა 2008 წლის ომამდე 1 წლით ადრე სს კოდექსიდან ამოიღო, გააუქმა 307-ე, სამშობლოს ღალატის მუხლი…

სიმბოლურია, რომ ომიდან მე-18 წლისთავზე, საქართველოს პროკურატურამ პირველად აღძრა საქმე ღალატის მუხლით, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ქვეყნის კანონმდებლობაში.

ამ მუხლით პასუხისგებაში უნდა მიეცეს, წარმოუდგენელი მასშტაბის ღალატის აქტის ჩამდენი, სხვა არაერთ დანაშაულში მხილებული და ამ დრომდე დაუსჯელობის სინდრომის გამო გათავხედებული - გია ბარამიძე!

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ერთობლიობა ცხადყოფს, რომ ბარამიძის ანტიქართული განცხადება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომის ნაწილია, რაც საბოლოო მიზნად, საქართველოში ომის გაჩაღებას ისახავს.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სუვერენული საქართველოს მშენებლობა შეუძლებელი იქნება, ვიდრე პოლიტიკურ ველზე რჩებიან ძალები, რომელთათვისაც საკუთარი სახელმწიფოს ღალატი ჩვეულებრივი პოლიტიკური ინსტრუმენტია, რასაც არ მოჰყვება პასუხისმგებლობის ადეკვატური ზომები.

ბარამიძემ პასუხი უნდა აგოს, ეს სახელმწიფოს ღირსების საკითხია!" - წერს ვატო შაქარიშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს