ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

შალვა პაპუაშვილი: ის, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაციას ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ დავამტკიცეთ სასამართლო წესით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში

შალვა პაპუაშვილი: ის, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაციას ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ დავამტკიცეთ სასამართლო წესით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ის, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაციას, ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ დავამტკიცეთ სასამართლო წესით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ის, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაციას, ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ დავამტკიცეთ სასამართლო წესით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდო…

ის, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაციას, ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ დავამტკიცეთ სასამართლო წესით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო ძალით დაამტკიცა, რომ რუსეთმა 2008 წელს ჩაიდინა ომის დანაშაულები.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს დღეს აღიარებულია სასამართლო წესით, არა პოლიტიკური განცხადებებით და ღლაბუცით, რითაც დაკავებული იყო 2008 წელს სააკაშვილი და მისი მარიონეტული რეჟიმი. ჩვენ სასამართლოს ძალით დავამტკიცეთ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, ჩვენ სასამართლოს ძალით დავამტკიცეთ, რომ 2008 წელს რუსეთმა ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები. საერთოდ როგორ ბედავთ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსახური პროპაგანდისტული იარაღი, „ქართულ ოცნებას“ უსვამთ კითხვას ამასთან დაკავშირებით? თქვენი დაშავებული გინდათ „ქართულ ოცნებასა“ და „ქართველ ხალხს“ გადააბრალოთ?“, - მიმართა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციურ მედიას.

მისივე თქმით, აგვისტოში სააკაშვილმა წააგო არა მხოლოდ ომი, წააგო საინფორმაციო ომიც.

„მაშინ საქართველოს დაეკისრა სანქციები, თუ არ გახსოვთ ამასაც შეგახსენებთ. მაშინ ევროპამ სანქციები დაუწესა არა რუსეთს, არამედ საქართველოს. თქვენ იცით ეს თუ არ იცით? ნაცვლად იმისა დაფიქრდეთ, რომ ემსახურებით კრიმინალურ რეჟიმს, რომელმაც მაშინ საქართველო ამ ომში შეიყვანა და ამით ფაქტობრივად განგრძობით ღალატში ხართ ჩართული, დგახართ და მოიფიქრებთ რაღაც კითხვებს, რომლითაც გაამართლებთ თქვენი რეჟიმის მოღალატეობრივ ხასიათს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციური მედიის კითხვების პასუხად.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს