ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

პარლამენტის თავმჯდომარე 2008 წლის ომზე: მაშინ ევროპამ სანქციები დაუწესა არა რუსეთს, არამედ საქართველოს

პარლამენტის თავმჯდომარე 2008 წლის ომზე: მაშინ ევროპამ სანქციები დაუწესა არა რუსეთს, არამედ საქართველოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მაშინ ევროპამ სანქციები დაუწესა არა რუსეთს, არამედ საქართველოს, თქვენ იცით ეს თუ არ იცით?!, - მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციურ მედიას მათი კითხვების პასუხად. პარლამენტის თავმჯდომარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მაშინ ევროპამ სანქციები დაუწესა არა რუსეთს, არამედ საქართველოს, თქვენ იცით ეს თუ არ იცით?!, - მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციურ მედიას მათი კითხვების პასუხად. პარლამენტის თავმჯდომარ…

მაშინ ევროპამ სანქციები დაუწესა არა რუსეთს, არამედ საქართველოს, თქვენ იცით ეს თუ არ იცით?!, - მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციურ მედიას მათი კითხვების პასუხად.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაციას „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო წესით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დაამტკიცა.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს დღეს აღიარებულია სასამართლო წესით, არა პოლიტიკური განცხადებებით და ღლაბუცით, რითაც დაკავებული იყო 2008 წელს სააკაშვილი და მისი მარიონეტული რეჟიმი. ჩვენ სასამართლოს ძალით დავამტკიცეთ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, ჩვენ სასამართლოს ძალით დავამტკიცეთ, რომ 2008 წელს რუსეთმა ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები. საერთოდ როგორ ბედავთ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსახური პროპაგანდისტული იარაღი, „ქართულ ოცნებას“ უსვამთ კითხვას ამასთან დაკავშირებით?! მაშინ ევროპამ სანქციები დაუწესა არა რუსეთს, არამედ საქართველოს. თქვენ იცით ეს თუ არ იცით? ნაცვლად იმისა დაფიქრდეთ, რომ ემსახურებით კრიმინალურ რეჟიმს, რომელმაც მაშინ საქართველო ამ ომში შეიყვანა და ამით ფაქტობრივად განგრძობით ღალატში ხართ ჩართული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციური მედიის კითხვების პასუხად.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს