ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

შალვა პაპუაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ეს იგივე სულისკვეთება არის, რაც ზუსტად 2008 წლის ოქტომბრის PACE-ს რეზოლუციის მხარდაჭერა იყო, როდესაც მაშინაც ქართულ ჯარს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ომის დანაშაულის ჩადენა დააბრალეს

შალვა პაპუაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ეს იგივე სულისკვეთება არის, რაც ზუსტად 2008 წლის ოქტომბრის PACE-ს რეზოლუციის მხარდაჭერა იყო, როდესაც მაშინაც ქართულ ჯარს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ომის დანაშაულის ჩადენა დააბრალეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ომში ქართველი სამხედროები თითქოს ტყვეებს ხვრეტდნენ, არის იგივე სულისკვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ომში ქართველი სამხედროები თითქოს ტყვეებს ხვრეტდნენ, არის იგივე სულისკვ…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ომში ქართველი სამხედროები თითქოს ტყვეებს ხვრეტდნენ, არის იგივე სულისკვეთება, რაც 2008 წლის ოქტომბერში PACE-ს რეზოლუციის მხარდაჭერა იყო, როდესაც ქართულ ჯარს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ომის დანაშაულის ჩადენა დააბრალეს.

„ეს იგივე სულისკვეთება არის, რაც ზუსტად 2008 წლის ოქტომბერში PACE-ს რეზოლუციის მხარდაჭერა იყო, როდესაც ქართულ ჯარს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ომის დანაშაულის ჩადენა დააბრალეს. ისინი არა მხოლოდ 2008 წლის ომის დანაშაულის ჩადენის დაბრალებას დასჯერდნენ, ახლა უკვე გადაწვდნენ ბარამიძის ხელით 90-იან წლებს და აფხაზეთის ომს და იქ დაიწყეს ომის დანაშაულების დაბრალება“, - თქვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პირველი კანონმდებლის თქმით, როგორც ბარამიძეს, ისე სხვა ქართველ ოპოზიციონრებს აღნიშნული განცხადებების გაკეთებას გარედან ავალებენ.

„არავინ ეკითხება არც ბარამიძეს, არც აქტივისტურ პოლიტიკურ ჯგუფებს. არავინ ეკითხება, რას იტყვიან და როგორ იტყვიან. ეს ყველაფერი არის გამზადებული, შეფუთული. მისდით მათ, რა უნდა თქვან, ვის რა უნდა დააბრალონ, როდის რა უნდა „გაათეთრონ“ და როდის რა უნდა „გააშავონ“. ასე რომ, აქ საფიქრალი ის არის, საიდან მოდის ეს დავალება, რატომ ალაპარაკეს ბარამიძეს ის, რაც ილაპარაკა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს