ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

ბექა დავითულიანი: ამ ომმა დაგვიტოვა ბევრი გმირის სახელი და დაგვაკისრა პასუხისმგებლობა, რომ ერთი ნაბიჯით არ დავიხიოთ უკან ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვისას და მშვიდობით შევძლოთ საქართველოს გაერთიანება

ბექა დავითულიანი: ამ ომმა დაგვიტოვა ბევრი გმირის სახელი და დაგვაკისრა პასუხისმგებლობა, რომ ერთი ნაბიჯით არ დავიხიოთ უკან ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვისას და მშვიდობით შევძლოთ საქართველოს გაერთიანება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ და საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ და საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში…

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ და საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თბილისის საკრებულოს წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. ბექა დავითულიანის თქმით, ქართველმა სამხედროებმა რუსეთის აგრესიას თავგანწირული წინააღმდეგობა გაუწიეს და სამშობლოსთვის სიცოცხლე დათმეს.

„დღეს ჩვენ აქ ყველანი შევიკრიბეთ იმისთვის, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მივაგოთ და მათ წინაშე ქედი მოვიხაროთ. 2008 წელს ჩვენ ვნახეთ, თუ როგორი თავგანწირვით იბრძოდნენ ქართველი მებრძოლები სამშობლოს დასაცავად. ამ ომმა დაგვიტოვა ბევრი გმირის სახელი და დაგვაკისრა პასუხისმგებლობა, რომ ერთი ნაბიჯით არ დავიხიოთ უკან ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვისას და მშვიდობით შევძლოთ საქართველოს გაერთიანება“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს