ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

შალვა პაპუაშვილი საქართველოს სუვერენულ რეიტინგზე: ეს აჩვენებს ორ რამეს. პირველი, საქართველოს ხელისუფლების მშვიდ, რაციონალურ და ძალიან სწორ ეკონომიკურ გეზს. მეორე, ეს გვაჩვენებს ქართველი ხალხის სიბრძნეს, რომ ამ პოლიტიკაში საქართველოს ხელისუფლებას მიჰყვება

შალვა პაპუაშვილი საქართველოს სუვერენულ რეიტინგზე: ეს აჩვენებს ორ რამეს. პირველი, საქართველოს ხელისუფლების მშვიდ, რაციონალურ და ძალიან სწორ ეკონომიკურ გეზს. მეორე, ეს გვაჩვენებს ქართველი ხალხის სიბრძნეს, რომ ამ პოლიტიკაში საქართველოს ხელისუფლებას მიჰყვება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებას, რომლის თანახმადაც საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დარჩა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა, ჟურნალისტებთან საუბრისას…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებას, რომლის თანახმადაც საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დარჩა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა, ჟურნალისტებთან საუბრისას…

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებას, რომლის თანახმადაც საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დარჩა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა, ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.

პაპუაშვილის თქმით, ეს ორ რამეს აჩვენებს.

„პირველი, საქართველოს ხელისუფლების მშვიდ, რაციონალურ და ძალიან სწორ ეკონომიკურ გეზს, რომელიც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ამგვარ რეიტინგებში საქართველოს ჰქონდეს სტაბილურად კარგი პოზიციები. მეორე, ეს გვაჩვენებს ქართველი ხალხის სიბრძნეს, რომ ამ პოლიტიკაში საქართველოს ხელისუფლებას მიჰყვება და მოახდინა იზოლაცია ამ აგენტურის, რომელიც დღეს აქტივიზმით არის დაკავებული, ომი სოცქსელში ომი ჰგონიათ და რუსეთს რუსთაველის გამზირზე ებრძვიან მათი წარმოდგენებით. დარჩენილია რამდენიმე ასეული ემოციურად დაზიანებული, სოცქსელში ერთმანეთზე გადაკიდებული ადამიანი, ხოლო საქართველოს მოსახლეობა თავის გზას აგრძელებს. ამ ხალხის იზოლაციის პირობებში თავის გზას აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ეკონომიკური წინსვლის, განვითარების, უსაფრთხოების და რაც მთავარია, მშვიდობიანი განვითარების გზაზე“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს