ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

პარლამენტის თავმჯდომარე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ

პარლამენტის თავმჯდომარე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ არ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ არ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმ…

„ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ არ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რუსოფობიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მარიონეტები არიან.

„ეტყვიან, რომ რუსი უნდა ეზიზღებოდეთ შეეზიზღებათ. ეტყვიან, რომ რუსი უნდა უყვარდეთ და ღვინის ბოთლით დახვდნენ საზღვარზე ამას გააკეთებენ. ეტყვიან ჩინეთი მტრად უნდა გამოაცხადონ, გამოაცხადებენ. ეტყვიან ჩინეთი მეგობრად უნდა გამოაცხადონ, გამოაცხადებენ. ეტყვიან აზერბაიჯანი უნდა იყოს მეგობარი, იქნება მეგობარი. ეტყვიან აზერბაიჯანი იყოს მტერიო, იტყვიან. ეს ადამიანები არიან მარიონეტები. ეს არის სწორედ გაკვეთილი 2008 წლის. როდესაც მარტიონეტი არის ხელისუფლებაში ამას მიჰყავს ქვეყანა ომამდე და ეკონომიკურ კოლაფსამდე. „ნაციონალურ მოძრაობას“ არც არავინ ეკითხებოდა, როდესაც გადატვირთვა გამოცხადდა რუსეთთან, ასე დაავალეს გარედან. 2008 წლის შემდეგ, 2009 წელს ამერიკის შეერთებულ შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა გადატვირთვა გამოაცხადეს რუსეთთან. საქართველო ოკუპირებულია, 2008 წლის აგვისტოს შეთანხმება არ სრულდება და გადატვირთვა რუსეთთან. 2010 წელს აღლუმს ატარებენ რუსეთთან ერთად წითელ მოედანზე, სადაც გამოდიან ბრიტანეთის, პოლონეთის და ევროპული ქვეყნების მათ შორის სამხედრო დანაყოფები ქვეყანაში, რომელიც არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას და ოკუპაციას ახორციელებს საქართველოსი. ამის შემდეგ არის ნორდსტრიმის გახსნა გერმანიასა და რუსეთს შორის. ჩვენ გვადევს ემბარგო და სანქცია, ხოლო რუსეთთან გაიხსნა ნავთობის მილსადენი, მოხდა გადატვირთვა, ჩატარდა ჩემპიონატები, ოლიმპიადები და ასე შემდეგ. მაშინ უთხრეს, რომ აღარ უნდა წარმოაჩინოთ, რუსეთი როგორც მტრის ხატი და სააკაშვილმა, როგორც მარიონეტმა ეს ყველაფერი შეასრულა. შემდეგ დასჭირდათ სხვანაირად და მათ, როგორც მარიონეტებმა ეს შეასრულს და დღეს, რომ კითხო მათზე დიდი რუსოფობი თითქოს არ არსებობენ, მაშინ როდესაც თუ რაიმე გაკეთდა ისეთი რამაც მეტი გავლენა მისცა რუსეთს საქართველოში გაკეთდა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს