ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

გიორგი ვოლსკი მიშა მშვილდაძეზე: ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივი ამბავია, არავითარი პრინციპი ამ ადამიანებს არ აქვთ

გიორგი ვოლსკი მიშა მშვილდაძეზე: ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივი ამბავია, არავითარი პრინციპი ამ ადამიანებს არ აქვთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივი ამბავია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ მიშა მშვილდაძესთან დაკავშირებით. კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ „ფო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივი ამბავია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ მიშა მშვილდაძესთან დაკავშირებით. კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ „ფო…

ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივი ამბავია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ მიშა მშვილდაძესთან დაკავშირებით. კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ „ფორმულას“ დირექტორმა, მიშა მშვილდაძემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რუსეთის მოქალაქეებს გადაუფორმა.

ვოლსკის თქმით, არავითარი პრინციპი ამ ადამიანებს არ აქვთ.

„ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივი ამბავია. არავითარი პრინციპი ამ ადამიანებს არ აქვთ. შესაძლოა კომერციულად არც არის ეს დიდი დანაშაული. არიან რუსეთის მოქალაქეები, რუსები, რომლებიც საერთოდ არც ერევიან პოლიტიკაში და არც გარკვეული პრინციპები აქვთ პოლიტიკური, მაგრამ ასე რომ გაქვს ფაფარი აშლილი, მშვილდაძე იქნება ეს, ვაშაძე იქნება, განსაკუთრებით ელენე ხოშტარია, ამხელა შემოსავალს იღებენ რუსეთის მოქალაქეებისგან, რუსებისგან და შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით ტეხენ დიდ ამბავს. იყენებენ პოლიტიკურ პროპაგანდაში და მოქმედებენ ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, ვისაც თავისი პირადი ინტერესები აქვთ. სახელმწიფო ინტერესები აბსოლუტურად არც არავის აინტერესებს.

მიშა მშვილდაძეც იგივეა, ოღონდ ცოტა უფრო წვრილმანი მოქმედი რაღაც პროპაგანდისტი თუ კლოუნი. რეალურად, ეს არ არის წვრილმანი საქმე. წვრილმანი მათ ეჩვენებათ, რომ ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლიათ, ნებისმიერი პრინციპის დარღვევა შეუძლიათ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს