ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი

ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ბარამიძე აფხაზეთში მებრძოლ ქართველებს დატყვევებული და განიარაღებული პირების დახვრეტაში ადანაშაულებს. ხუბუას თქმით, ეს ბრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ბარამიძე აფხაზეთში მებრძოლ ქართველებს დატყვევებული და განიარაღებული პირების დახვრეტაში ადანაშაულებს. ხუბუას თქმით, ეს ბრ…

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ბარამიძე აფხაზეთში მებრძოლ ქართველებს დატყვევებული და განიარაღებული პირების დახვრეტაში ადანაშაულებს. ხუბუას თქმით, ეს ბრალდება სინამდვილეში თავად ბარამიძისა და „ნაცრეჟიმის“ ხელწერას წარმოადგენს.

ის თავისი პოზიციის გასამყარებლად 2004 წელს სოფელ ეცერში ჩატარებულ სპეცოპერაციას იხსენებს, რომელიც გიორგი ბარამიძის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში განხორციელდა.

ხუბუას განცხადებით, აღნიშნული ოპერაციის დროს დაჭრილი და უკვე დაკავებული ომეხ აფრასიძე ხელბორკილდადებული დახვრიტეს, რის შემდეგაც მას მკერდიდან ძეწკვი ააგლიჯეს, ხოლო თითიდან ბეჭედი ვერ წააძრეს და ამიტომ ის ბეჭდიანი თითი დანით - ე.წ. შტიკნოჟით მოაჭრეს.

„დატყვევებული, განიარაღებული, წინააღმდეგობის გაწევის საშუალებაწართმეული ადამიანის დახვრეტა, რაშიც ნაცმოძის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე აფხაზეთში მეომარ ქართველებს ადანაშაულებს, რეალურად, თავად ბარიმიძისა და ნაცრეჟიმის ხელწერაა. ამის მკაფიო მაგალითი გახლავთ 2004 წელს, სწორედ ბარამიძის შინაგან საქმეთა მინისტრობისას, მისივე ხელმძღვანელობით ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია, როცა მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ომეხ აფრასიძე ჯერ დაჭრეს, მერე დააპატიმრეს და ხელბორკილდადებული დახვრიტეს. დიახ, დაჭრილი კაცი, რომელიც უკვე შეპყრობილი ჰყავდათ, სახლის უკან გაიყვანეს და ხელბორკილიანი დახვრიტეს, მკერდიდან ძეწკვი ააგლიჯეს, ხოლო თითიდან ბეჭედი ვერ წააძრეს და ამიტომ ის ბეჭდია ნი თითი დანით - ე.წ. შტიკნოჟით მოაჭრეს.

ასე რომ ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი“, - წერს ხუბუა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს