ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

იაპონიის საელჩო – იაპონია ხაზს უსვამს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაგრძობს საქართველოსთან, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორთან თანამშრომლობას

იაპონიის საელჩო – იაპონია ხაზს უსვამს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაგრძობს საქართველოსთან, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორთან თანამშრომლობას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ცხინვალის/სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დაწყებიდან მე-18 წლისთავზე იაპონიის საელჩო გამოხატავს ღრმა მწუხარებას კონფლიქტის მსხვერპლთა მიმართ, – ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ცხინვალის/სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დაწყებიდან მე-18 წლისთავზე იაპონიის საელჩო გამოხატავს ღრმა მწუხარებას კონფლიქტის მსხვერპლთა მიმართ, – ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საე…

ცხინვალის/სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დაწყებიდან მე-18 წლისთავზე იაპონიის საელჩო გამოხატავს ღრმა მწუხარებას კონფლიქტის მსხვერპლთა მიმართ, – ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას და ხაზს უსვამს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„საელჩო შეშფოთებულია ჰუმანიტარული მდგომარეობით კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მთელი საქართველოს მასშტაბით და ხაზს უსვამს 2025 წლის 3 ივნისს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის – „ქვეყნის შიგნით საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ სრულყოფილად შესრულების აუცილებლობას. იაპონია განაგრძობს საქართველოსთან, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორთან თანამშრომლობას, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული თავისუფალი და ღია საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებისა და გაძლიერების მიმართულებით“, – ნათქვამია იაპონიის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.




როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს