ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

დავით ქართველიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა

დავით ქართველიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩ…

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „სამშობლოს ღალატის“ მუხლით გასამართლდება.

ქართველიშვილის განცხადებით, „სამშობლოს ღალატის“ მუხლი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსიდან გააუქმეს იმ მიზეზით, რომ „საკუთარ რიგებში ღალატის გრადუსმა“ ხელისუფლების წარმომადგენლები შეაშინა.

„ესე იგი - საკუთარ თავებს ეს მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაუუქმეს სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა. ან ერთმანეთის დამჭერი ვინ იყო - მაგრამ მაინც შეშინდნენ და გააუქმეს. მოვიდა ეს ხელისუფლება, არა უშეცდომო, არა უმანკო - მაგრამ გულწრფელი თუნდაც საკუთარი შეცდომების აღიარებაში - და აღადგინა სამშობლოს ღალატის მუხლი.

რამეთუ - ამაში მაინც იყო დარწმუნებული: ჩვენ რიგებში ვინც გინდა იგულისხმეთ, მაგრამ სამშობლოს მოღალატეები არ არიან. თუმცა, ღმერთმა არ ქნას - რომ გაჩნდეს და მაშინაც ზუსტად ისე მოექცევიან, როგორც არ ერიდებათ საკუთარი გუნდის წევრების არც მხილება და არც სამართლიანი დასჯა. უსამშობლოთა მხრიდან - მინიშნებები და "დასაჭერების" საქაღალდის რეანიმირება საჭირო აღარ გახდება. მაგრამ, ხომ ატყობთ - როგორ შეაშინა მოღალატეთა კლასტერი მათ მიერ გაუქმებული მუხლის დაბრუნებამ სისხლის სამართლის კოდექსში.

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - და ამ მუხლით ჩადენილი დანაშაულის ხანდაზმულობის იმედი ნურავის ნუ ექნება. ამას არა "დასაჭერთა" საქაღალდე გადაწყვეტს, და არც სოციალურ ქსელებში გაკეთებული "სარესტორნო შეკვეთა": აი - იმის თავი მომიტანეთ. მართალია, მოცეკვავე სალომეაც გვყავს და შემკვეთი ნანულაც - მაგრამ ჰეროდე მეფე ვეღარ იძლევა ბრძანებებს, იოანეს თავი მომგვარეთო. საბოლოო დასასრულისკენ მიდის თქვენი სისხლიანი როკვა და ის ქართველი შევარცხვინე - ვისაც თქვენ შურისძიებით დააშინებთ.“ - წერს ქართველიშვილი.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს