ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

ანზორ მარგიანი გია ბარამიძეზე: ომში მაგას არ უომია. ოჩამჩირეში რომ ჩამოვიდა, მოითხოვა „კასკა“ და „კასკა“ ჰქონდა „კლიჩკა“. დადიოდა, სურათებს იღებდა და გამორბოდა თბილისში. იცრუა და ტყუილი თქვა, რომ ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენო

ანზორ მარგიანი გია ბარამიძეზე: ომში მაგას არ უომია. ოჩამჩირეში რომ ჩამოვიდა, მოითხოვა „კასკა“ და „კასკა“ ჰქონდა „კლიჩკა“. დადიოდა, სურათებს იღებდა და გამორბოდა თბილისში. იცრუა და ტყუილი თქვა, რომ ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩამოდიოდა ჩვენთან ოჩამჩირეში. რომ ჩამოვიდა მოითხოვა „კასკა“ და „კასკა“ ჰქონდა „კლიჩკა“, - განაცხადა გია ბარამიძის განცხადების შეფასებისას „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ თავმჯდომარე ანზორ მარგიანმა. მარგიანი ქართველი სამხე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩამოდიოდა ჩვენთან ოჩამჩირეში. რომ ჩამოვიდა მოითხოვა „კასკა“ და „კასკა“ ჰქონდა „კლიჩკა“, - განაცხადა გია ბარამიძის განცხადების შეფასებისას „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ თავმჯდომარე ანზორ მარგიანმა. მარგიანი ქართველი სამხე…

ჩამოდიოდა ჩვენთან ოჩამჩირეში. რომ ჩამოვიდა მოითხოვა „კასკა“ და „კასკა“ ჰქონდა „კლიჩკა“, - განაცხადა გია ბარამიძის განცხადების შეფასებისას „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ თავმჯდომარე ანზორ მარგიანმა.

მარგიანი ქართველი სამხედროების მიერ ტყვეების დახვრეტის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ტყუილს უწოდებს.

„იცრუა და ტყუილი თქვა, რომ ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენო. 120 კაცი მყავს გამოყვანილი და როგორ გამოვიყვანდი, თუ ტყვეები არ მეყოლებოდა, ვინ მომცემდა ისე. გია ბარამიძე რომელი ტყვეების გამცვლელი იყო. ომში მაგას არ უომია. ჩამოდიოდა ჩვენთან. ოჩამჩირეში რომ ჩამოვიდა, მოითხოვა „კასკა“ და „კასკა“ ჰქონდა „კლიჩკა“. დადიოდა, სურათებს იღებდა და გამორბოდა თბილისში. მერე ხან სოხუმში ჩადიოდა და ხან ჩვენთან იყო. ტყვეების დახვრეტა მაგან სად ნახა. ალბათ დავალება ჰქონდა ვიღაცისგან, თორემ როგორ შეიძლებოდა ამის თქმა, ტყუილის თქმა. რომც იყოს სიმართლე, არ უნდა თქვა ამხელა კაცმა“, - განაცხადა მარგიანმა.

სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა - ამ კვალიფიკაციით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. საქმე ეხება გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს