ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო

სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილეებთან და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებთან ერთად, სამინისტროს ეზოში მდებარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილეებთან და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებთან ერთად, სამინისტროს ეზოში მდებარ…

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილეებთან და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებთან ერთად, სამინისტროს ეზოში მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმაც.

სულხან თამაზაშვილი დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ გმირი ოჯახის წევრებისთვის სიკვდილის შემდეგ მინიჭებული ჯილდო - მედალი „მამაცობისათვის“ გადასცა.

სულხან თამაზაშვილმა ოჯახის წევრებს მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ მათი გვერდით დგომა სამინისტროსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა. მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა დაღუპული პოლიციელების გმირობა და მათი თავდადება საქართველოს ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.

შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზასაც ეწვია და დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული თანამშრომლების ხსოვნას. მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს