ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული , კომპანია ჩართული იყო ფარულ ქსელში, რომლის მეშვეობითაც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ სანქც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული , კომპანია ჩართული იყო ფარულ ქსელში, რომლის მეშვეობითაც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ სანქც…

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია ჩართული იყო ფარულ ქსელში, რომლის მეშვეობითაც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობდა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, დასანქცირებული, საქართველოში დაფუძნებული კომპანიის, შპს Shelbit-ის მფლობელი ირანში დაბადებული სიავაშ კაივანპურია. ამავე ინფორმაციით, კაივანპური მსოფლიოს მასშტაბით მართავდა კომპანიების მრავალეროვნულ ქსელს, რომელიც „არალეგალურ ციფრულ აქტივობებს“ უჭერდა მხარს.კაივანპური ამჟამად დომინიკისა და ავღანეთის მოქალაქეა, ამასთან ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობდა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, კომპანია Shelbit-ის მეშვეობით ჯამში სამ მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ფინანსური ტრანზაქცია განხორციელდა.

„ის მართავს კომპანიების მრავალეროვნულ ქსელს, რომლებიც მხარს უჭერენ უკანონო ციფრული ვალუტის საქმიანობას. კაივანპური საქართველოში დაფუძნებული კომპანიის, შპს Shelbit (Shelbit) მეშვეობით მართავს Shelbit Exchange-ს (Shelbit Exchange). „გუშაგთა კორპუსის“ კუთვნილმა ციფრული ვალუტის კომპანია Shelbit Exchange-ის ციფრული ვალუტის მისამართებზე მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ციფრული აქტივები გააგზავნა. Shelbit Exchange-ის მისამართებიდან „გუშაგთა კორპუსის“ ციფრული ვალუტის მისამართებზე ასევე ორ მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების თანხა გადაირიცხა“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, კაივანპური საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებშიც ფლობს კრიპტოკომპანიებს.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაMicrosoft-ის სერვისების გლობალურმა შეფერხებამ მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში მომხმარებლებს ელექტრონულ ფოსტასა და სამუშაო კომუნიკაციის პლატფორმებზე წვდომა შეუზღუდაშემდეგი თემატური მასალა →The Telegraph: უკრაინულმა დრონმა ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდს დაარტყა - გემს პორტში დაბრუნება მოუწია

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს