ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

გრიგოლ გეგელია – ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ჯარს ომის დანაშაულებში დასდებს ბრალს, არის სულელი ან მოღალატე, არაერთი ასეთი პოლიტიკოსი გვახსოვს

გრიგოლ გეგელია – ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ჯარს ომის დანაშაულებში დასდებს ბრალს, არის სულელი ან მოღალატე, არაერთი ასეთი პოლიტიკოსი გვახსოვს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ რეჟიმი და მისი მაღალჩინოსნები აკეთებენ ყველაფერს, რომ ქართული სახელმწიფო დაადანაშაულონ ომის დანაშაულებში. ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად პარტიულობისა, განურჩევლად იმისა, თუ რომელ მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ რეჟიმი და მისი მაღალჩინოსნები აკეთებენ ყველაფერს, რომ ქართული სახელმწიფო დაადანაშაულონ ომის დანაშაულებში. ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად პარტიულობისა, განურჩევლად იმისა, თუ რომელ მ…

წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ რეჟიმი და მისი მაღალჩინოსნები აკეთებენ ყველაფერს, რომ ქართული სახელმწიფო დაადანაშაულონ ომის დანაშაულებში. ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად პარტიულობისა, განურჩევლად იმისა, თუ რომელ მხარეს წარმოადგენს, ვინც ქართულ ჯარს და ქართულ სახელმწიფოს ომის დანაშაულებში სდებს ბრალს, არის მოღალატე და არის სულელი, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ლელოსთვის“ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.

„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ქართველი ჯარისკაცები, ქართული ჯარი და ქართული სახელმწიფო იქნეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის რომელიმე ეპიზოდში დადანაშაულებული იმ ომის დანაშაულებში, რაც არ ყოფილა ჩადენილი. მე არ ვაპირებ, ჩემთვის უინტერესო კერძო პირების პატრიოტიზმის და ანტირუსული თუ პრორუსული განწყობების შეფასებაში შესვლას, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსი, მნიშვნელოვნად მივიჩნევ, ვთქვა, რომ ნებისმიერი მხარე, ნებისმიერი პარტია და პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ჯარს დაადანაშაულებს ომის დანაშაულებში, არის ან სულელი, ან მოღალატე. ასეთი პოლიტიკოსი, სამწუხაროდ, არაერთი გვახსოვს“, – განაცხადა გეგელიამ.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს