ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

ნინო წილოსანი: დღეს ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეულ ნაცაქტივისტებს წლების განმავლობაში რუსეთიდან სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამთ. ყველაფერი 2022 წლის შემდეგ შეიცვალა- როდესაც სრულიად განსხვავებული სფეროების წარმომადგენლები ერთნაირი რიტორიკითა და ერთი პოლიტიკური დღის წესრიგით იწყებენ მოქმედებას, დამთხვევის დაჯერება სულ უფრო რთული ხდება

ნინო წილოსანი: დღეს ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეულ ნაცაქტივისტებს წლების განმავლობაში რუსეთიდან სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამთ. ყველაფერი 2022 წლის შემდეგ შეიცვალა- როდესაც სრულიად განსხვავებული სფეროების წარმომადგენლები ერთნაირი რიტორიკითა და ერთი პოლიტიკური დღის წესრიგით იწყებენ მოქმედებას, დამთხვევის დაჯერება სულ უფრო რთული ხდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დღეს ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეულ ნაცაქტივისტებს წლების განმავლობაში რუსეთიდან სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამთ. მათთვის არც რუსეთში საქმიანობა და არც სააკაშვილის ხელისუფლების რუსეთთან დაახლოების პო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დღეს ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეულ ნაცაქტივისტებს წლების განმავლობაში რუსეთიდან სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამთ. მათთვის არც რუსეთში საქმიანობა და არც სააკაშვილის ხელისუფლების რუსეთთან დაახლოების პო…

დღეს ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეულ ნაცაქტივისტებს წლების განმავლობაში რუსეთიდან სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამთ. მათთვის არც რუსეთში საქმიანობა და არც სააკაშვილის ხელისუფლების რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა გამხდარა პრინციპული პროტესტის საფუძველი, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

წილოსანი ოპოზიციის ანტირუსული რიტორიკის ორმაგ სტანდარტებს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ როდესაც სრულიად განსხვავებული სფეროების წარმომადგენლები ერთდროულად, ერთნაირი რიტორიკითა და ერთი პოლიტიკური დღის წესრიგით იწყებენ მოქმედებას, დამთხვევის დაჯერება სულ უფრო რთული ხდება.

“ისევ 2008 წლის ომზე

აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ჩვენი მოქალაქეების უმძიმესი ტრაგედიის მიუხედავად, დღეს ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეულ ნაცაქტივისტებს წლების განმავლობაში რუსეთიდან სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამთ.

მათთვის არც რუსეთში საქმიანობა და არც სააკაშვილის ხელისუფლების რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა გამხდარა პრინციპული პროტესტის საფუძველი. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ მათი დღევანდელი „პრინციპულობა“ რატომღაც მაშინ ვერ გააღვიძა.

ყველაფერი რადიკალურად 2022 წლის შემდეგ შეიცვალა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა პოლიტიკის, არასამთავრობო თუ კულტურის სფეროს არაერთმა წარმომადგენელმა საკუთარ თავში უკომპრომისო „ანტირუსული“ პოზიცია. ამიტომ კითხვა კვლავაც აქტუალურია და, ამავდროულად, მარტივი - რატომ ახლა და რატომ არა მაშინ, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი საქართველო იყო?

როდესაც სრულიად განსხვავებული სფეროების წარმომადგენლები ერთდროულად, ერთნაირი რიტორიკითა და ერთი პოლიტიკური დღის წესრიგით იწყებენ მოქმედებას, დამთხვევის დაჯერება სულ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი წარსული მათივე დღევანდელ სიტყვებს ასე მკაფიოდ ეწინააღმდეგება”, - წერს წილოსანი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს