ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო – ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის დამატებით მარშრუტებად განიხილავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-სუფსის მარშრუტებს და კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტს

ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო – ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის დამატებით მარშრუტებად განიხილავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-სუფსის მარშრუტებს და კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის დამატებით მარშრუტებად განიხილავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-სუფსის მარშრუტებს და კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტს. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის დამატებით მარშრუტებად განიხილავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-სუფსის მარშრუტებს და კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტს. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში სა…

ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის დამატებით მარშრუტებად განიხილავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-სუფსის მარშრუტებს და კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტს. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში სააგენტო „ინტერფაქს-ყაზახეთს“ განუცხადეს.

სამინისტროში აღნიშნეს, რომ „კასპიის მილსადენის კონსორციუმის“ არასტაბილური მუშაობის ფონზე ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის დამატებით მიმართულებებად განიხილავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-სუფსის მარშრუტებსა და კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტს.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ეროვნულმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ, „ყაზმუნაიგაზმა“ 2026 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ექსპორტის 2025 წელთან შედარებით 31%-ით გაზრდა დაგეგმა, 1,7 მილიონ ტონამდე.

2026 წლის იანვარ-ივნისში აქთაუს პორტის გავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმართულებით ყაზახური ნავთობის გადაზიდვის მოცულობამ 704 ათასი ტონა შეადგინა. ნავთობსადენის სიგრძე 1 768 კილომეტრია, ხოლო მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს შეადგენს. პროექტის აქციონერები არიან: SOCAR – 32,97%, ბრიტანული BP plc – 30,1%, უნგრული MOL – 8,9%, თურქული TPAO – 6,53%, იტალიური Eni და ფრანგული TotalEnergies – თითოეული 5%, იაპონური Itochu – 3,4%, ინდური ONGC Videsh- 3,1%, ამერიკული ExxonMobil და იაპონური INPEX – თითოეული 2,5%.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს